რისი ნახვა შეიძლება დახუჭული თვალებით?
პასუხი: (სიზმრის)
რომელ თვეში ლაპარაკობენ ადამიანები ყველაზე ცოტას?
პასუხი: (თებერვალში)
რომელ ჯარისკაცს ეხურა ყველაზე დიდი ქუდი მე-20 საუკუნეში?
პასუხი: (რომელსაც ყველაზე დიდი თავი ჰქონდა)
რა უფრო მძიმეა, ერთი კილოგრამი რკინა, თუ ერთი კილოგრამი ბუმბული?
პასუხი: (ტოლი მასა აქვთ)
სად უნდა მოვძებნოთ ისეთი ქალაქი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს?
პასუხი: (რუკაზე)
საათების და წუთების ისრები ერთი საათის განმავლობაში რამდენჯერ ადგენენ მართ კუთხეს?
პასუხი: (2-ჯერ)
მაგიდაზე იჯდა ოთხი ბუზი. ბავშვმა ერთი მათგანი მოკლა, რამდენი ბუზი დარჩა მაგიდაზე?
პასუხი: (ერთი მოკლული ბუზი, დანარჩენები გაფრინდნენ)
ქალაქში ერთ თვეში 30 მმ ნალექი მოვიდა. რამდენი მმ ნალექი მოვა ამ ქალაქში ორ თვეში?
პასუხი: (პასუხის გაცემა შეუძლებელია)
კლასში 35 მოსწავლეა. შეიძლება თუ არა, რომ თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს?
პასუხი: (არა, რადგან ქართულში მხოლოდ 33 ასოა)
სად თიბავენ თივას?
პასუხი: (არსად. თივა მოთიბული ხმელი ბალახია)
კაცი შევიდა ვიწრო გვირაბში. ხედავს წინ ცეცხლია. მობრუნდა - უკან ცეცხლია. რა ქნას კაცმა, როგორ დააღწიოს ცეცხლს თავი?
პასუხი: (წინ უნდა წავიდეს)
როდის არის ადამიანი თავის ოთახში უთავოდ?
პასუხი: (როცა თავი ფანჯარაში აქვს გაყოფილი)
მიზანში ამოღების დროს რატომ ხუჭავს მონადირე მხოლოდ ერთ თვალს?
პასუხი: (იმიტომ, რომ თუ ორივეს დახუჭავს, ვერაფერს დაინახავს)
შეიძლება თუ არა ღვინის მსმელი კაცის დათრობა ერთი ჭიქით?
პასუხი: (შეიძლება. ერთი ჭიქით მანამ ვასმევთ, სანამ არ დათვრება)
რა აქვთ საერთო ხარს და ვაზს?
პასუხი: (ორივეს აქვს რქა)
ორ მხედველს ერთი უსინათლო ძმა ჰყავს. ამ უსინათლო ძმას კი მხედველი ძმები არა ჰყავს. შეიძლება რომ ეს მართალი იყოს?
პასუხი: (შეიძლება. მას ჰყავს ორი მხედველი და)
გზაზე მიდის ორი ადამიანი: დიდი და პატარა. პატარა დიდის შვილია, დიდი კი პატარის დედა არ არის. მაშინ ვინ არის დიდი?
პასუხი: (მამა)
როგორი წყლის გადატანა შეიძლება საცრით?
პასუხი: (გაყინულის)
გაქვთ ორი ვაშლი. შეგიძლიათ თუ არა ორივეს შეჭმა დილით უზმოზე?
პასუხი: (არა, რადგან ერთის შეჭმის შემდეგ, უზმო აღარ იქნებით)
გზაზე ერთ მწკრივში მიდიოდა რამდენიმე კუ. პირველმა თქვა, რომ მის უკან მიდის ორი კუ. ბოლომ განაცხადა, რომ მის წინ მიდის ორი კუ. სულ რამდენი კუ მიდის გზაზე?
პასუხი: (გზაზე მიდის სამი კუ)