სახალისო ამოცანები (ნაწ. 1) პასუხის სანახავად მონიშნეთ ფრჩხილებში მოქცეული სივრცე რა არის ქვეყნად ისეთი, რაც ყველაფერს სჭირდება? პასუხი: (სახელი) ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ბავშვი როდის არის ყველაზე მშვიდად? პასუხი: (როცა ძინავს) რისი შეჩერება არ შეუძლია არავითარ ძალას? პასუხი: (დროის) დილით გრძელია, შუადღისას მოკლე, საღამოს ისევ გრძელდება. რა არის? პასუხი: (ჩრდილი) წარმოიდგინეთ, რომ მოგზაურობთ დედამიწის ეკვატორის გარშემო. აღმართი მეტი შეგხვდებათ, თუ დაღმართი? პასუხი: (თანაბარი რაოდენობით შეგვხვდება) მე-17 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება? პასუხი: (1691) რა არის ისეთი კითხვა, რომელზეც ადამიანი ვერასდროს ვერ გიპასუხებს „დიახ"? პასუხი: (გძინავს?) ცხოველს კატის თავი და კატის კუდი აქვს. მას იგივე საჭმელი უყვარს, რაც კატას, მაგრამ კატა არ არის. რა არის ეს ცხოველი? პასუხი: (კნუტი) ლენინი როდის იცავდა მეფეს? პასუხი: (როცა ჭადრაკს თამაშობდა) როგორი ბუჩქის ქვეშ იმალება კურდღელი წვიმიან ამინდში? პასუხი: (სველი) რამდენი ორშაბათი შეიძლება იყოს ერთ თვეში? პასუხი: (ოთხი ან ხუთი) როგორი ქვები არ არის მდინარე მტკვრის ფსკერზე? პასუხი: (მშრალი) კბილები აქვს, მაგრამ ჭამა მაინც არ შეუძლია. რა არის? პასუხი: (ხერხი) წვიმიან ამინდში ქალების უმრავლესობამ ზევით რომ აიხედოს, რას დაინახავს? პასუხი: (ქოლგას) ზღვა უფრო მეტ ცხოველებს კვებავს, თუ დედამიწა? პასუხი: (დედამიწა, რადგან იგი ზღვებსაც შეიცავს) რომელი სახლის სახურავი სველდება სულ პირველად წვიმის დროს? პასუხი: (რომელიც ყველაზე ბოლოს გადახურეს) როგორი საათი უჩვენებს ზუსტ დროს დღე-ღამეში მხოლოდ ორჯერ? პასუხი: (გაჩერებული) მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება? პასუხი: (1961) რა ეხმარება ადამიანს, რომ კედლის მეორე მხარეს აღმოჩნდეს? პასუხი: (კარები) შავი ფერის ქუდი რძით სავსე ბიდონში ჩაუვარდათ. რა მოუვა მას? პასუხი: (დასველდება)
|