ძალიან მინდა ერთი ფსიქოლოგიური ტესტი: "როგორი ხარ სინამდვილეში" - შემოგთავაზოთ. იმედია ისიამოვნებთ და გახალისდებით საკუთარი თავის შეცნობით აგრეთვე შეგიძლიათ ეს ტესტი ჩაუტაროთ იმ ადამიანებსაც ვინც თქვენს გარშემო ტრიალებენ
1. აირჩიეთ ნებისმიერი ციფრი 1-დან 9-მდე 2. ჩამოთვალეთ 5 ფერი. დაიწყეთ საყვარელი ფერით 3. ჩამოთვალეთ 5 ფილმი 4. ჩამოთვალეთ 5 მომღერალი/ ჯგუფი/ მუსიკოსი 5. დახაზეთ რამდენიმე უბრალო გეომეტრიული ფიგურა (5 მაინც) 6. დახაზეთ რთული გეომეტრიული ფიგურა, რომელშიც ჩახაზული იქნება რამდენიმე უბრალო გეომეტრიული ფიგურა
ახლა კი გავშიფროთ:
რიცხვები:
1 – ყველგან პირველობას ცდილობს 3, 7 – მისტიციზმისკენ აქვს მიდრეკილება 5 – "ხუთოსანია” – ყოველთვის ქებას ითხოვს 9 – პესიმისტია
ფერები:
წითელი – სექსი, ვნება ყავისფერი – გადამწვარი ვნებები ვარდისფერი – სექსი, შიშველი სხეულის ფერი შავი – მელანქოლია, ფანტაზიის შეუზღუდავი უნარი ნაცრისფერი – მოწყენილობის ფერი თეთრი – ჩიხი, გამოუვალი მდგომარეობის ფერი მწვანე – სიხარულის ფერი, ენთუზიაზმი, სასარგებლო ფერი ყვითელი – მონატრების ფერი ლურჯი – მეოცნებე ცისფერი – "ლაითი” მონატრების ფერი იასამნისფერი – სექსზე მეოცნებე
კინოფილმები:
ამ ფილმების გმირები, არიან მისი იდეალები, მას უნდა მიბაძოს. თქვენ მიხვდებით თუ ვინ უნდა რომ იყოს თავის წარმოსახვაში. ელაპარაკეთ ამ ფილმებზე. დამიჯერეთ, ძალიან ბევრ ინფორმაციას შეაგროვებთ.
მუსიკოსები:
დააკვირდით რიტმს, ეს ტემპერამენტის მაჩვენებელია. საყვარელი მუსიკით მიხვდებით თუ როგორ გარემოში გაიზარდა და როგორი გემოვნება აქვს.
გეომეტრიული ფიგურები:
უბრალო ფიგურები – სამკუთხედი, ოთხკუთხედი, კვადრატი, წრე. თუ არ დახაზა უბრალო ფიგურა და დახატა მაგ. სპირალი, ე.ი. მას კომპლექსები აწუხებს.
სამკუთხედი – ასოცირდება პატივმოყვარეობასთან
კვადრატი – თავისუფლება
წრე – რაღაც სასიამოვნო, მრგვალი. ასოცირდება ფიზიკურ სიამოვნებასთან.
დააკვირდით თუ როგორი თანმიმდევრობით არის დახაზული ეს ფიგურები. მაგ: თუ პირველი ან მეოთხე სამკუთხედია, ე.ი თავის თავი უყვარს და თუ ბევრი წრეებია, ე.ი. სექსუალური მანიაკია .
რთული გეომეტრიული ფიგურა დაგეხმარებათ უფრო კარგად გამოიკვლიოთ ადამიანის ფსიქიკა. დააკვირდით რომელი ფიგურები დომინირებს. |