როგორ ვიგრძნოთ უკეთ თავი თვითმფრინავით მგზავრობისას
თვითმფრინავით მგზავრობა - ყოველთვის სტრესია ორგანიზმისათვის. თუ მოვემზადებით სათანადოდ ფრენისათვის ჩვენ შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ ის. დაუთმეთ თავს სულ ცოტა დრო და ყურადღება, შეიქმენით კარგი განწყობა და შეგრძნებები ფრენისას, ასევე შეინარჩუნეთ შრომისუნარიანობა ფრენის შემდეგ.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
გასაბერი ბალიში
პალანტინი
ნასკები
არომატული სტიკი
ასპირინის ხსნადი ტაბლეტი
ყინულები
საფეხურები
1შეარჩიეთ ისეთი ავიაკომპანია რომელიც სარგებლობს ნდობით და გამოცდილი გაქვთ თქვენ ან თქვენს ახლობელბს. გირჩევთ, რომ ხანგრძლივი ფრენის შემთხვევაში უპირატესობა მიანიჭოთ უცხოურ ავიაკომპანიებს. თუ თქვენ ცუდად იტანთ თვითფრინავით ფრენას, ნუ ისარგებლებთ ჩარტერული რეისებით, განსაკუთრებით ცხელ სეზონში.
2სწორად შეარჩიეთ ადგილი თვითმფრინავში. ხანგრძლივი, საკონტინენტთაშორისო ფრენებისას აირჩიეთ ადგილი ბიზნესს კლასში - იქ ბევრად კომფორტულია მგზავრობა. თუ თქვენ არ გაქვთ ამის საშუალება ითხოვეთ ადგილი თვითფრინავის შესასვლელთან სადაც გაცილებით მეტი არის ადგილი და დაცილება სავარძლებს შორის. თუ თქვენ მოგწონთ ფანჯარაში ყურება, შეარჩიეთ ადგილი ილუმუნატორთან, ხოლო ვისაც უყვარს ფრენისას ფეხების გამართვა, უმჯობესია ადგილი დაიკავოს გასასვლელთან.
3გამოიყენეთ გასაბერი ბალიში ძილისათვის, დაიდეთ ის თავქვეშ. უკეთესია, რომ სახლიდან წამოიღოთ პალანტინი და ის გადაიფაროთ რათა უკეთ იგრძნოთ თავი, თვითმფრინავის გადასაფარებელი პლედები უხეშია შედარებით და იჩხვლიტება. ასევე თან წაიღეთ პატარა ჩანთაში მოათავსეთ არომატული სტიკები, ლავანდისა და მენთოლის, ისინი მოგიხსნიან ღებინების შეგრძნებას ფრენისას.
4ფრენამდე ჭამეთ სახლში - სასურველია ჯანსაღი საკვები მიიღოთ, როგორიცაა სუპი. ფრენისას გირჩევთ, რომ არ ჭამოთ არაფერი - თვითფრინავის საჭმელი თქვენ არ მოგცემთ არაფერს გარდა ცარიელი კალორიებისა. სასმელის შერჩევისას არჩევანი გააკეთეთ სუფთა, მინერალურ წყალზე ან ტომატის წვენზე. არ დალიოთ ყავა, კოლა და სხვა გაზიანი სასმელები - ისინი პროვოცირებას უკეთებენ ღებინებას. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სითხეზე უარის თქმა არ არის კარგი - თვითფრინავში ძალიან მშრალი ჰაერია.
5დალიეთ ნატურალური წვენი ყინულით - ისინი მოგიხსნიან დაგუბებას ყურებში და ასევე ყურადღებას გადაგატანინებენ ცუდი შეგძნებებისგან. ფრენის წინ მიიღეთ 1 ტაბლები ასპირინი, გახსნილი წყალში. ის დაგეხმარებათ, რომ აგაცილოთ თავბრუსხვევა და ასევე დაგიცვათ წნევის უეცარი ცვალებადობისგან.
6სავარძელში მოთავსებისას გაიმართეთ და გამართეთ სხეული. გირჩევთ, რომ ჩაიცვათ კომფორტული წინდები (ნასკები) რათა თავი კარგად იგრძნოთ, მოერიდეთ ხელოვნურ ნასკებს. ნუ ჩაიცმევთ მოტკეცილ ტანსაცმელს, ნურც საქმიან კოსტუმებს თუ ეს არის შესაძლებელი. გირჩევნით რამოდენიმე ფენიანი ტრიკოტაჟის ტანსაცმელი გამოიტენოთ, ასე ბევრად კომფორტული იქნება.
7არ დაგავიწყდეთ საინტერესო წიგნის თან წაღება, ან ელექტრონული წამკითხველის. მოუსმინეთ მუსიკას ან უყურეთ ფილმს. ბევრს არ გამოსდის ფრენისას ძილი, ხოლო უსაქმურობის დრო რამით უნდა იყოს გაყვანილი. თუ ვერ ისვენებთ და არც არაფრის კეთების ხასიათზე ხართ, მიირთვით ცოტა ღვინო ან კონიაკი, ეს დაგეხმარებათ მოდუნებაში. [[sali