სახლის დალაგება... რა საშინელი სიტყვაა. გოგონების უმეტესობას სახლის დალაგება არ უყვარს, რადგან ისინი უბრალოდ ამ საქმეს არაზუსტი მხრიდან უდგებიან. რამოდენიმე რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევიყვაროთ სახლის დალაგება. საკუთარი თავი განაწყვე
დასუფთავებამდე აუცილებლად საჭიროა, რომ იყო დარწმუნებული იმაში, რომ შენ უნდა დაალაგო სახლი იმ გარკვეულ საათში და არ უნდა დაკავდე სხვა საქმით. დალაგება უნდა იყოს ხარისხიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში რა აზრი აქვს დალაგებას?
სახლის დალაგებამ უნდა მოგიტანოთ სიამოვნება. რაც მოხდება მაშინ, თუ თქვენ სადმე არ გეჩქარებათ(სასეირნოდ, კომპიუტერთან დაჯდომა და ა.შ.).
დალაგება თქვენ წინდაწინ უნდა დაგეგმოთ. მაგალითად უნდა დაგეგმოთ, რომ შაბათ დილით თქვენ დაალაგებთ სახლს. მუსიკა დაგეხმარებათ
თქვენ სახლის დალაგებას მოსაწყენად თვლით? ჩართე საყვარელი მუსიკდა შენ შენ უფრო გამხიარულდები, დალაგება კი უფრო სწრაფად დამთავრდება. თქვენ ასევე შეგიძლიათ იცეკვოთ რიტმში მტვერსასრტთან ერთად. მშვენიერი იქნება.
დავალაგოთ ერთად
"ოო, როგორ დავალაგო მთელი სახლი მარტო. ეს ხომ დიდ დროს მოითხოვს”-ეს არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გოგონებს აშინებთ. მაშინ დახმარება სთხოვეთ დედას/მამას/ძმას/დას. გაინაწილეთ ოთახები. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ კონკურსი ჩაატაროთ, თუ ვინ უფრო კარგად და ხარისხიანად დაალაგებს ოთახს. გამარჯვებული მიიღებს პრიზს! საინტერესო ფაქტები მტვერზე
მტვერი-ჩვენი სახლისა და ჯანმრთელობის მტერია. მეცნიერებმა დაადასტურეს მტვერის მავნე ზემოქმედება. როდესაც ჩვენ ვისუნთქავთ მტვერს, ეს არის ნახევარი სიგარეტის შესუნთქვვის ტოლფასი.
გოგონებო, იმედი მაქვს გაიგეთ თუ როგორი მნიშვნელოვანია სახლის დალაგება და ახლა მარტივად დაამყარებთ წესრიგს სახლში !
|