ხუთშაბათი, 2025-07-03, 9:08 PM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 7 » როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (1 - 2 წლის ასაკში)
12:16 PM
როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (1 - 2 წლის ასაკში)

დაიმახსოვრეთ, თუ ბავშვს არ მოსწონს რამე საკვები, ნუ დააძალებთ, ხანდახან მას სჭირდება გარკვეული დრო საკვების შესასწავლად. ზრდასთან ერთად ბავშვი ეჩვევა ახალ საკვებს. იყავით მომთმენნი, სცადეთ კიდევ ერთხელ.

ახლა უკვე შეგიძლიათ მისცეთ მთლიანი კვერცხი, ფორთოხლის წვენი და ნატურალური ძროხის რძე ან მაწონი. მათი მიცემა უფრო ადრე არ არის რეკომენდებული ალერგიული რეაქციის გამო.

იმ ბავშვებს, რომლებიც ფეხს იდგამენ, არ აქვთ კარგი მადა. არ შეშინდეთ. მათ შეიძლება დროებით უარიც კი თქვან ჭამაზე. სიცოცხლის პირველ წელს ბავშვი ასამკეცებს დაბადების წონას, მეორე წელს კი იმატებს 2.5-3.5კგ-ს. ამ პერიოდში ბავშვი უფრო მეტად ვითარდება ვიდრე იზრდება. ვინაიდან პირველი წლის შემდეგ ბავშვი შედარებით ნელა იზრდება, ამიტომაც მისი მადა კლებულობს.

ჩვილის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი სამედიცინო მეთვალყურეობის პროცესის დაგეგმვისათვის. მიღებული მეთოდია ნორმატიული ცენტილური ცხრილების გამოყენება, რომელიც მიუთითებს, თუ როგორია ჩვილის ასაკისა და სიგრძის მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება ვარიაციათა განაწილების სიხშირის მიხედვით.

არსებობს ჩვილთა ფიზიკური მდგომარეობის შეფასების უამრავი მეთოდები: მხრის გარშემოწერილობის, თანაფარდობების სხვადასხვა ინდექსების გამოყენების, პროპორციული განვითარების და ა.შ. მათგან პოპულარულია და პრაქტიკულია
ნელსონის მეთოდი, რომლის გამოყენება მოსახერხებელიცაა და კარგად იძლევა ჩვილის ფიზიკურ მდგომარეობის შეფასებაზე სწორი ორიენტაციის საშუალებას. მის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ შედეგები ბიჭებისა და გოგონებისათვის ერთი და იგივეა და ასახავს მხოლოდ საშუალო სიდიდეს, მინიმალური და მაქსიმალური დასაშვები ნორმატიული სიდიდეების გამოყენების გარეშე.
ბავშვთა ფიზიკური მდგომარეობის შეფასება ნელსონის მიხედვით:


სხეულის მასა (კგ)


(3-12 თვე) = [ასაკი (თვე) + 9] / 2
(1-6 წელი) = ასაკი (წ) * 2 + 8
(7-12 წელი) = (ასაკი (წ) * 7-5) / 2

სხეულის სიმაღლე/სიგრძე (სმ)
დაბადებისას 50 სმ, 1 წლისათვის – 75 სმ,
(2-12 წელი) = ასაკი (წ) * 6 + 77



გაფრთხილებები!


1.სიცოცხლის პირველ წელს საწყისი (დაბადების) წონა სამმაგდება მე-2 წელს კი წონაში ემატება 3 – 3,5 კილოგრამი. 
2.ამ პერიოდში ბავშვი უფრო ვითარდება, ვიდრე იზრდება. 
3.შედარებით ნელი ზრდის გამო მადა უქვეითდება, რაც საგანგაშო სულაც არ არის.


კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 772 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: