დაახლოებით ექვსი თვის ბავშვს უკვე შეუძლია მცირე რაოდენობის მყარი საკვების მიღება. თუ რძე ჰყოფნის ნუ იჩქარებთ. პირველი კვების დროს ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოთ კოვზით მყარი საკვების მიღებას. მთავარია ბავშვი არ დააჩქაროთ და თანდათან მიაჩვიოთ ახალ საკვებს. თუ ბავშვი რომელიმე კონკრეტულ საკვებს არ ჭამს, შეიძლება მისი გემო არ მოსწონდეს: ბავშვს, უფროსებივით ზოგი რამ მოსწონს ზოგი კი არა. 1.საკვები თხელი და ადვილად მოსანალებელი უნდა იყოს. ამისათვის პიურეს დასრესილ თუ დაკეპილ საკვებს, ანადუღარი წყალი, დედის რძე, ხელოვნური ნარევი, უმარილო ნახარში, ხილიხ წვენი ან მაწონი დაუმატეთ.
2.ბავშვს ახალი საკვები დილით ან შუადღის კვებისას შესთავაზეთ, რადგან საღამოს მიღებულმა ახალმა საკვებმა შეიძლება ბავშვი ისე შეაწუხოს, რომ მშვიდად აღარ დაეძინოს. სასურველია თუ ჯერ რძით მოუკლავთ შიმშილს, ხოლო შემდეგ ერთ ჩაის კოვზ ფაფას ან ხილის პიურეს შესთავაზებთ და კვლავ რძეს დააყოლებინებთ.
3.ანგარიში გაუწიეთ ბავშვის გემოვნებას. თუ რამე არ მოსწონს, ნუ შეურევთ იმ საკვებში, რომელიც მოსწონს, რადგან ამ შემთხვევაში ორივეს შეიძულებს. ეცადეთ სხვადასხვა ფორმით შესთავაზოთ კონკრეტული საკვები. მაგალითად: თუ ბოსტნეული არ უყვარს , შეიძლება უმად ან წვნიანში ჭამოს, ხოლო თუ მაგრად მოხარშულ კვერცხს იწუნებს, მოხარშული კრემი შესთავაზეთ, რომელშიც კვერცხიც იქნება შერეული.
4.ბავშვმა ყოველ კვებაზე თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა რაოდენობის საკვები სურს. თუ მყარ საკვებს აძლევთ, აცადეთ ითამაშოს და გაერთოს საკვებით. და რაც მთავარია ნუ დააძალებთ ბავშვს იმის ჭამას რაც არ მოსწონს. ის დროდადრო შეეჩვევა ამ საკვებს.
5.შეგიძლიათ ერთი და იგივე საკვები სამი ოთხი დღის განმავლობაში აჭამოთ, რომ შეეჩვიოს. გაართეთ სხვადასხვა სათამაშოებით. თავდახურული ტუჩიანი წყლის ჭიქა მიეცით, დალევას ჯერ ვერ შეძლებს მაგრამ ამ შემთხვევაში ჭიქა მხოლოდ სათამაშოა.
|