შაბათი, 2025-01-18, 3:46 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 13 » როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სხვებთან ყოფნას
6:33 PM
როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სხვებთან ყოფნას

როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სხვებთან ყოფნას

როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სხვებთან ყოფნას
მშობიარობიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის მთელ დროს ბავშვთან ატარებთ და შეიძლება გეგონოთ კიდეც, რომ ამიერიდან ჩვილის მოვლის გარდა აღარაფრის დრო გექნებათ. ამიტომ ბავშვის პირველად დატოვება ძალიან გაგიჭირდებათ, თუნდაც მას ყველაზე ერთგულ მეგობართან, ბებიასთან ან ძიძასთან ტოვებდეთ. მაგრამ ცოტა ხნით გარეთ გასვლა და თავისუფლად გასეირნება თქვენთვისაც აუცილებელია. ამ დროს დაისვენებთ და ცოტა ხნით მაინც მოიხსნით პატარა, უმწეო არსებაზე პასუხისმგებოლობის ტვირთს.

 

საფეხურები

  1. 1ძიძები
    პირველ თვეებში ბავშვისათვის თქვენთან სიახლოვეზე უკეთესი არაფერია. თუმცა, საბოლოოდ მაინც უნდა მიეჩვიოს გარკვეული ხნით უთქვენოდ ყოფნას. ასე მისი ბაღში და სკოლაში წაყვანა გაგიადვილდებათ. ბავშვი თამამი იქნება, თუ შესაძლებლობას მისცემთ, რომ სამყაროს ოჯახის წევრების უშუალო სიახლოვის გარეშეც გაიცნოს და ურთიერთობა დაამყაროს სხვებთან, ბებია-ბაბუასთან, ძიძებთან და მეგობრებთან. ასე, რომ უკეთესი იქნება, თუ ბავშვს პატარაობაშივე მიაჩვევთ ძიძას, მითუმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში გასვლას აპირებთ. ბავშვი თქვენს გარდა სხვებსაც უნდა ენდობოდეს და სიხარულით რჩებოდეს სხვებთან. თუ გსურთ, რომ ბავშვი მალე შეეჩვიოს ძიძას, ეს რჩევები გაითვალისწინეთ:
    1) ყოველთვის აუხსენით ბავშვს, რას აპირებთ, თუნდაც ძალიან პატარა იყოს.
    2) თუ საღამოს სახლიდან გადიხართ, ბავშვი აუცილებლად ნაცნობ ძიძასთან დატოვეთ, რათა გაღვიძებისას უცნობის დანახვაზე არ შეშინდეს.
    3) როცა ბავშვი დაღლილია, შია ან ავადაა, ახალ ძიძას ნუ მოუყვანთ. ისეთი დრო შეარჩიეთ, როცა ბავშვი კარგ ხასიათზეა.
    4) ახალ ძიძასთან ბავშვს მაშინვე ნუ დატოვებთ, თუნდაც გეჩქარებოდეთ. ცოტა ხანს ბავშვთან დარჩით, ხელში აიყვანეთ და ახალ მოსული გააცანით. დაანახეთ მას, რომ თქვენ მოგწონთ ძიძა.
    5) აჩვენეთ ძიძას ბავშვის საყვარელი სათამაშოები და ასწავლეთ, რა და როგორ ეთამაშოს.
    6) თუ ბავშვის დაძინება ძიძას მოუწევს, ყველა დეტალი კარგად აუხსენით, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ ბავშვი მშვიდად დაიძინებს.
  2. 2განშორების მღელვარება
    დაახლოებით 7 თვიდან ერთ წლამდე პერიოდში ბავშვმა შეიძლება წამითაც არ მოგიშოროთ მხედველობის არედან. როცა ძირს დასმას დაუპირებთ, ჩაგებღაუჭებათ, თუ ვინმესთან დატოვებთ, სასოწარკვეთით იტირებს, ეს ''განშორების მღელვარება'' ბუნებრივია და იმას ნიშნავს, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ. საბოლოოდ, დედაზე ''მიწებებული'' ბავშვებიც კი ხდებიან დამოუკიდებლები. თუ წასასვლელი ხართ, ნუ გაიპარებით სახლიდან რათა მის ტირილს თავი აარიდოთ. უთხარით, სად მიდიხართ და დაარწმუნეთ, რომ აუცილებლად დაბრუნდებით.
  3. 3საყვარელი სათამაშო ან ნივთი
    დაახლოებით 8-9 თვის ასაკიდან ბავშვს რომელიმე რბილი სათამაშო საბანი ან რამე ნივთი განსაკუთრებით შეუყვარდება. რაღაცის ჩახუტების ძლიერი მოთხოვნილება ერთი წლის ასაკიდან კიდევ უფრო გაძლიერდება. ბავშვმა შეიძლება ეს ნივთი დღისით სულ თან ატაროს და ღამითაც მასთან ჩახუტებულმა დაიძინოს. ეს ნივთი მის ერთგვარ თილისმად იქცევა, რომელსაც ბავშვი მაშინ იკითხავს, როცა დაღონებული, შეშინებული ან გაღიზიანებული იქნება.
  4. დაამატა  ლადო  სოფრომაძემ
კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 782 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: