ალბათ დიდი დრო გაგიტარებიათ იმაზე ოცნებაში, თუ როგორ გაატარებდით შვებულებას ზღვის სანაპიროზე სეირნობით, თქვენთვის უცნობი ქალაქის ან ქვეყნის ღირშესანიშნაობების დათვალიერებით, ცურვითა და რუჯის მიღებით. მაგრამ იმისათვის, რომ შვებულება ასეთი გამოვიდეს როგორსაც თქვენს ოცნებებში ხედავთ, საჭიროა კარგად მომზადება და ყველაფრის დაგეგმვა.
საფეხურები
1შეარჩიეთ გასამგზავრებელი ადგილი რათქმაუნდა, ეს პირველია რაც უნდა გააკეთოთ შვებულების დაგეგმვისას. საბოლოო წერტილის ცოდნით შეძლებთ ტრანსპორტისა და ტანსაცმლის შერჩევასაც კი. გაიგეთ რაც შეიძლება მეტი იმ ადგილის შესახებ, სადაც აპირებთ დასვენებას. დაინტერესდით კლიმატიც, რათა არ მოხვდეთ წვიმიან პერიოდში.
2გაარკვიეთ ვიზასთან დაკავშირებული საკითხები იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას. მისი მიღების პირობები შეგიძლიათ იხილოთ თქვენს მიერ არჩეული ქვეყნის წარმომადგენლობის საიტზე ან საკონსულოში. წინასწარ ჩაეწერეთ მიღებაზე, რათა არ ხარჯოთ დრო რიგში დგომაში. რათქმაუნდა, ამ საკითხში თვითნებურად გარკვევა საკმაოდ რთულია, ვიდრე საქმის ტუროპერატორისათვის მინდობა. მაგრამ ეს გამოცდილება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ სხვა დროსაც დააპირებთ საკუთარი შვებულების დამოუკიდებლად დაგეგმვას. გარდა ამისა, ვიზის მიღება ტუროპერატორის გარეშე საგრძნობლად ნაკლები თანხა დაგიჯდებათ.
3წინასწარ იყიდეთ ბილეთი არ ღირს მისი შეძენა ნაკლებადცნობილ კომპანიებში. ზედმეტი გართულებების თავიდან ასაცილებლად ავიაბილეთები შეიძინეთ ავიაკომპანიების საიტზე - ეს ასევე დაგეხმარებათ ფულის ეკონომიაში. ბილეთების საკითხის წინასწარ მოგვარებით თქვენ არ მოგიწევთ თავისუფალი რეისების ძებნა მაშინ, როცა გამგზავრებამდე ცოტა დრო იქნება დარჩენილი.
4დაბრონეთ საცხოვრებელი ადგილი ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია ინტერნეტის საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ ოთახი კომფორტულ სასტუმროში ან უბრალო მაცხოვრებლებთან, რომლებიც სახლის გაქირავებით შოულობენ ფულს. ასევე გასარკვევია სასტუმროს კვების სისტემა. დაფიქრდით, რამდენ დროს გაატარებთ თქვენს დროებით საცხოვრებელში. იმ შემთხვევაში, თუ სახლიდან გახვალთ დილით ადრე და შემოხვალთ გვიან ღამით, მაშინ ჯობს უარი თქვათ სასტუმროს კვებაზე.
5დაფიქრდით შვებულებაში დროის გატარებაზე ჩამოყალიბდით, რას ელით დასვენებისგან: პლაჟზე დიდხანს წოლას, სპორტის ახალი სახეობის შესწავლას, ცნობილი ღირშესანიშნაობების ნახვას თუ სხვა. მოგზაურობის გეგმის შედგენა საჭიროა თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. იდეალური ვარიანტია - პლაჟის და აქტიური დასვენების სახეობების შეთავსება. შეეცადეთ გაანაწილოთ დრო ისე, რომ ყველაფერზე გეყოთ დრო და ენერგია.
6ჩაალაგეთ ნივთები ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია. რადგან თქვენ უკვე დაინტერესდით იმ ადგილის კლიმატით, სადაც გაატარებთ შვებულებას, შეეცადეთ არ წაიღოთ თან ზედმეტი ნივთები. გახსოვდეთ, რომ სავარაუდოდ კურორტზე მოგინდებათ ახალი ნივთების შეძენა. სწორად გაანაწილეთ თქვენი ფინანსები, რათა ფული გეყოთ მოგზაურობის ბოლო დღემდე. გადადეთ ცოტაოდენი თანხა მეგობრებისა და ახლობლებისთვის საყიდელი სუვენირებისათვის. მთავარია არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ კარგი განწყობა და მაშინ მოგონებები მოგზაურობის შესახებ გაგათბობთ შემდეგ სეზონამდე.