„არ შევჭამ…", „არ დავიძინებ…", ”არ ვიმეცადინებ” - ასეთი ფრაზები, ალბათ, ბევრი მშობლისთვის ნაცნობია.
ხშირად გიფიქრიათ, რომ თქვენი შვილი ჭირვეულია, თქვენ კი მასთან საერთო ენა ვერ გამონახეთ. როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს. თქვენს კითხვებს ფსიქოლოგი, პროფესორი, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი უპასუხებს.
კითხვები მიიღება 6 მაისის ჩათვლით
კითხვებს ფსიქოლოგი სავარაუდოდ, 8 მაისს უპასუხებს
შეკითხვის დასასმელად გთხოვთ გაიაროთ უფასო რეგისტრაცია/ავტორიზაცია!
ნინო ჯიბღაშვილი:
მყავს 9 წლის ქალიშვილი სალომე, რომლესაც ვზრდი მარტო. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ცხოვრებაში არის სალომეს სიჯიუტე. მას არ უყვარს საკვების, არასასურველი ტანსაცმლისა და ზოგჯერ მეცადინეობის დაძალება. მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისას ჯერ ვუწევ ტონს, შემდეგ ვემუქრები, იშვიათად მაგრამ ხელითაც შევხებივარ, რაც ძალინა მაწუხებს. მირჩიეთ რა ვქნა. გარდა ამისა, მე მაქსიმალურად ვცდილობ მივაღებინო კარგი განათლება,დადის საკმაოდ კარგ სკოლაში, ვაკონროლებ და როდესაც უჭირს ვეხმარები, თუმცა მას სწავლის ინტერესი დიდად არ აქვს, ძალიან უყვარს პრანჭიაობა, მაღლი ქუსლები და თოჯინებით, ან მასწავლებლობანას თამაში, მინდა მეტად დაინტერსედეს განათლების მიღებით, რა გავაკეთო? ძალიან ბევრს ვესაუბრები განათლების აუცილებლობაზე, მომყავს მაგალითები,მისი ბებია–ბაბუები ორივე მხრიდან საკმაოდ განათლებული და ცნობილი ადამინაები იყვნენ, მაგრამ ასე მგონია არ კმარა, რას მირჩევთ?
თებროლე:
ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს ოჯახში. სამწუხაროდ ეს ისეთი ფაქტია, რომ ამის დამალვა შეუძლებელია. შესაბამისად ბავშვს ასეთ გარემოში ყოფნა უწევს. არის 5 წლის. გვირჩიეთ, როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ბავშვი სწორად ავღზარდოთ?
მკითხველი ანა:
ვარ მარტოხელა დედა. მყავს 6 წლის შვილი. მაქვს დაძაბული სამუშაო გრაფიკი. სამწუხაროდ შვილს დიდ დროს ვერ ვუთმობ, მართალია დედას არაფერი ჩაანაცვლებს, მაგრამ როგორ შევუქმნა შვილს სასიამოვნო და სახალისო განწყობა?
თათული:
ჩემს შვილს როცა დავალების დაწერას, ან გაკვეთილების სწავლას ვთავაზობ, მაშინვე ან თავი "სტკივდება", ან გული, ან ხელი... და მზად არის დღის სამ საათზეც კი დაიძინოს და აღარ ადგეს საწოლიდან. რას მირჩევთ?
დაამატა ლადო სოფრომაძემ