არცთუ დიდი ხნის წინ მიიჩნეოდა, რომ ჩვილისთვის მატყუარა საწოვარა სასარგებლო კი არა, მავნებელი იყო - ხელს უშლიდა კბილების სწორ განვითარებას. დღეს ეს მოსაზრება მოძველებულად მიიჩნევა და პედიატრები გვირჩევენ, გამოვიყენოთ მატყუარა გაჭირვეულებული პატარას დასამშვიდებლად, ჭამის დრომდე მის შესაქცევად, დაძინების გასაადვილებლად.