შაბათი, 2025-01-18, 3:51 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 14
სტუმარი: 14
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » რატომ შეიქმნა ჰაერი?
8:09 PM
რატომ შეიქმნა ჰაერი?

რატომ შეიქმნა ჰაერი? 

ღმერთს არცერთი ქმნილება არ შეუქმნია შემთხვევით ან უმიზნოდ. ეს ეხება ჰაერსაც. ის სიცოცხლის ერთ-ერთი საფუძველია. ჰაერის გარეშე დედამიწა მკვდარი უდაბნო იქნებოდა, როგორც, მაგალითად, მთვარე, სადაც ჰაერი არ არის. მაგრამ ჰაერი მხოლოდ იმისათვის არ შექმნილა, რომ ცოცხალ არსებებს სუნთქვა შესძლებოდათ. ჩვენ მისი საშუალებით ღმერთი უნდა შევიცნოთ, ყოველი ქმნილება ხომ თავისი შემოქმედის ბეჭედს ატარებს.

რა შეუძლია ჰაერს გვასწავლოს ღმერთის შესახებ?

ჰაერი არის ხატი ღვთის ზოგიერთი თვისებისა, პირველ რიგში, ღმერთის ყოველგანმყოფობისა. თქვენ იცით, რომ დედამიწაზე, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ჰაერი ყველგანაა. წარმოიდგინეთ ჰაერი არის წყალშიც და წყალქვეშაც. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ჰაერის დანახვა. ასევე, ღმერთიც არის ყველგანყოფი და უხილავი არსება.

კიდევ რას გვასწავლის ჰაერი?

ის გვიჩვენებს ღვთიურ მოწყალებას. ყოველი ადამიანი - კეთილი თუ ბოროტი, სამართლიანი თუ უსამართლო სუნთქავს ჰაერით. ეს ის ღვთიური საჩუქარია, რომელიც ყველას ერთნაირად ეძლევა, არავინ რჩება მის გარეშე. ამაში ღვთის გულმოწყალება უნდა დავინახოთ, რომელიც განურჩევლად ზრუნავს ყველაზე - მადლიერსა თუ უმადურზე, ცოდვილსა თუ მართალზე და ჩვენც ვისწავლოთ, ასევე მოვექცეთ ერთმანეთს, მტრებსაც კი.

ჰაერი გარს გვაკრავს, გვასუნთქებს, გვიცავს საფრთხისაგან, მაგალითად, გამოსხივებისა და მეტეორიტებისაგან. მსგავსად ამისა, ღმერთიც ყოველთვის ჩვენთან არის, ზრუნავს და გვიცავს ყოველივე ბოროტისაგან. თუმცა ყველა ერთნაირად როდი აფასებს უფლის წყალობას.

და მაინც, ჰაერი არ არის ღმერთი. ადამიანებმა თავიანთი დაუდევრობით შეიძლება ის დააბინძურონ, წაახდინონ. ღმერთს კი ქმნილება ვერაფერს დაუშავებს. ჰაერს არ გააჩნია არც სიბრძნე და არც სიწმინდე. ღმერთი კი ყოვლადბრძენი და ყოვლადწმინდა არსებაა.

აი, რამდენი რამ შეუძლია გვასწავლოს ჰაერმა, ამ უფერო, უსუნო, უხილავმა ქმნილებამ.

კატეგორია: დედამიწის შესახებ | ნანახია: 687 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: