ფაქტია, რომ დღის განმავლობაში ნებისმიერ ადამიანს ესაჭიროება ენერგია, რომელსაც საკვებიდან იღებს. იმისთვის კი, რომ მთელი დღის განმავლობაში ენერგიულები და პროდუქტიულები ვიყოთ საჭიროა სწორად შევარჩიოთ საკვები. ზოგიერთი პროდუქტი ენერგიის სიჭარბეს განაპირობებს, ზოგიც დაღლილობისა და ძილიანობის სურვილს აღძრავს, სწორედ ამიტომ ჩვენ გირჩევთ რამდენიმე პროდუქტს, რათა არჩევანი გაგიადვილდეთ.
1- ფუნთუშები- ასეთ საკვებში შაქარი მუდმივ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ სიმაძღრისა და ძილიანობის პროცესი განაპირობოს, ამიტომ ეცადეთ დიდი რაოდენობით ფუნთუშების მიღებას თავიი აარიდოთ, ის თქვენი შრომის ნაყოფიერებას მინიმუმამდე დაიყვანს.
2- ტკბილეულის მსგავსად თეთრი პური სისხლში შაქრის რაოდენობის მატებას იწვევს, ამ პროცესის პროპორციულად კი ორგანიზმში ენერგიის კვდომა იწყება. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი პური გაძღომის საუკეთესო და ყველაზე ყუათიანი საშუალებაა, ალბათ თქვენც ბევრჯერ შეგიმჩნევიათ, რომ ძილის სურვილს აღძრავს, ამიტომ ჩაანაცვლეთ ის სხვა ხორბლეული საშუალებით, ჭვავის ან ხრამუნა პურით. იმის გარდა, რომ დაღლილობის შეგრძნებას მოიშორებთ თავიდან, შეძლებთ წონის კონტროლსაც.
3- ისპანახი- ძალიან ცოცხალი პროდუქტია, რომელიც სავსეა B ვიტამინით, იწვევს სწრაფი მონელების პროცესს და არ გაძლევთ მოდუნების საშუალებას, ზოგადად ბოსტნეული გამოირჩება ამგვარი სასარგებლო თვისებებით. ისპანახი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელთაც უჯრედების დაცვის ფუნქცია გააჩნიათ. მიირთვით ამ მწვანე ბოსტნეულით მომზადებული წვნიანები, ეცადეთ ის კალორიული, მავნე პროდუქტებით არ გააუბრალოვოთ.
4- ლობიო- ბოლო დროს დიეტების დროს აქტიურად იკვეთება ლობიოს სასარგებლო თვისებები, ეს დაბალკალორიული პროდუქტია, რომელიც დიდხანს დაგიტოვებთ ნაყროვანების შეგრძნებას. ეცადეთ ის ძალიან კალორიულად არ მოაზადოთ ან მასთან ერთად არ მიირთვათ პური. ძალიან კარგი გამოსავალია ლობიოს წვნიანის მომზადება, უპირატესობა შავ ლობიოს მიანიჭეთ, ის ბევრად უფრო ჯანსაღი პროდუქტია.
5- იოგურტი- ენერგიის ნამდვილი წყაროა. ეს ცილების, ცხიმებისა და ნახშიწყლების შემცველი პროდუქტი მაინც ახერხებს ადამიანთა დანაყრებას, ძალიან აქტუალურია მისი გამოყენება დიეტების დროს, მაგრამ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ცხიმიანობის პროცენტულ მაჩვენებელს. მასში შემავალი ცილები სხეულს აცოცხლებენ და დაღლილობის შეგრძნებას გარიდებენ თავიდან.
ყველაზე კარგი საშუალება კი იმისთვის, რომ ენერგიულები იყოთ და მხნედ გამოიყურებოდეთ ჯანსარი ცხოვრების წესია, მეტი ფიზიკური დატვირთვა. თუ ჯანმრთელობა საშუალებას მოგცემთ ეცადეთ მეტად დაკავდეთ სპორტული აქტივობებით, თუ ამის დრო და საშუალება არ გაქვთ, ისეირნეთ ფეხით, დაიწყეთ დილა სახლის პირობებში გამამხნევებელი მარტივი ვარჯიშებით ან იოგათი და მთელი დღის მანძილზე შეინარჩუნებთ პოზიტიურ განყობას. და არ დაგავიწყდეთ, აირჩიეთ საკვები სწორად.
|