შაბათი, 2025-01-18, 3:54 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » პინგვინი
8:03 PM
პინგვინი

პინგვინი

პინგვინები - ეს ფრენის არმცოდნე ფრინველები, ცივი ზღვის ტალღებს შორის, ყინულოვან ანტარქტიდაში ბინადრობენ. აქ მათი 17 სახეობაა გავრცელებული.

მართალია, პინგვინებმა ფრენა არ იციან, მაგრამ ღვთისაგან ისინი უამრავი სხვა თვისებით არიან დაჯილდოებულნი. მაგალითად, ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემო პირობებს, ბუმბულს კი მანამ არ იცვლიან, სანამ ახალი არ ამოუვათ, ამიტომ პინგვინებს ყინვა არ ადარდებთ, მათ ყოველთვის „აცვიათ" თბილი ბუმბულის საფარი; პინგვინებს კანქვეშ ქონის სქელი ფენა აქვთ, ამიტომ დიდხანს შეუძლიათ ცივ წყალში ცურვა და ხანგრძლივ მოგზაურობებსაც ხშირად აწყობენ. თავისებურადაა მოწყობილი მათი ენაც. ის დაფარულია წვეტიანი ეკლებით, ამდენად, პინგვინის ნისკარტში მოხვედრილი თევზი იქიდან თავს ვერაფრით დააღწევს.
ფრინველთა უმრავლესობისაგან პინგვინი იმით განსხვავდება, რომ სიარულისას სხეული შეუძლია ვერტიკალურ მდგომარეობაში დაიჭიროს, თუმცა პინგვინები ნელა, მოუხეშავად და სასაცილოდ დაბაჯბაჯებენ. სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად ცურავენ წყალში, ასევე სწრაფად მისრიალებენ ყინულზე მუცელზე გაწოლილნი, შეუძლიათ აცოცდნენ ნებისმიერი დაქანების აისბერგზე და ფრიალო კლდეზე, გადახტნენ წყალში ნებისმიერი სიმაღლიდან, ვერტიკალურად ამოხტნენ წყლიდან 1 მ-ზე მეტ სიმაღლეზე და სხვ.

პინგვინები ჯგუფურად ცხოვრობენ. საჭიროების შემთხვევაში, პინგვინების ჯგუფი იკრიბება და მოლაპარაკებას იწყებს, ინაწილებს ფუნქციებს, ათვალიერებენ ერთმანეთს. სადილობის შემდეგ, როდესაც პინგვინები ყინულზე წვებიან დასასვენებლად, როგორც წესი, პოსტზე ტოვებენ გუშაგს. შემდეგ იწყება ყარაულის ცვლა. გარკვეული დროის შემდეგ, პინგვინი-გუშაგი მიდის ერთ-ერთ მძინარ პინგვინთან და შენჯღრევით აღვიძებს მას. გამოღვიძებული პინგვინი იკავებს პოსტს, ყოფილი გუშაგი კი იძინებს. ყარაული ყურადღებით უკვირდება ცას, რათა დაიცვას ამხანაგები პომორნიკისაგან, რომელიც პინგვინთა უსასტიკესი მტერია. გუშაგი განგაშს სტეხს და პომორნიკიც ხახამშრალი რჩება.


პინგვინები მიეკუთვნებიან იმ იშვიათ ცხოველებს, რომლებსაც სრულებით არ ეშინიათ ადამიანის. მათი ინტერესი ადამიანისა და მათი აპარატურის მიმართ ხშირად მოსაბეზრებელიცაა. კარავთან ჩავლისას პინგვინები გრძელ რიგს ქმნიან, რათა თითოეულმა შეიჭყიტოს შიგ. ალბათ ისინი ადამიანებს გიგანტურ პინგვინებად თვლიან, რომლებიც ანტარქტიდაზე დასახლდნენ.


კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 822 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: