მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
200 გრ. ორაგულის ფილე, 1 ჩ/კ თაფლი, 1 ძირი მწვანე ხახვი, 0,5 ს/კ 6%–ნი ძმარი, ზეითუნის ზეთი, 0,5 ჭიქა მრგვალი ბრინჯი, პილპილი, მარილი.
მომზადების წესი:
კუბებად დაჭრილი თევზი დაამარინადეთ ძმრის, პილპილის, მარილისა და თაფლის ნარევში. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და თევზი მარინადიანად სწრაფად შეწვით, დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
გარეცხილი ბრინჯი თავის ტოლ წყალში 12 წუთი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, შეანელეთ 0,5 ს/კ ძმრით, თითო მწიკვი მარილით და შაქრით, 1 ს/კ მდუღარე წყლით, 1 ს/კ ზეითუნის ზეთით და სწრაფად ურიეთ. მზა ბრინჯი გადაიტანეთ მზა თეფშზე, თავზე მოაყარეთ შემწვარი ორაგული და დაჭრილი ხახვი.
დაამატა ლადო სოფრომაძემ