შაბათი, 2025-01-18, 3:59 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 19 » ოჯახი და ურთიერთობები
5:12 PM
ოჯახი და ურთიერთობები
ოჯახი და ურთიერთობები

ოჯახური ურთიერთობების პრობლემები

თაფლობის თვემ გაიარა, ქოწინება და ოჯახი კი ისეთი ტკბილი ბევრისთვის არ აღმოჩნდა, როგორის მოლოდინიც ჰქონდათ. იმედგაცრუების თავის წილი ყველამ იწვნია, ეს წესია.

Huffington Post-მა გამოკითხა ამერიკელი ქალბატონები იმის გასარკვევად, თუ რას მიიჩნევდნენ ისინი საკუთარი ქორწინების ყველაზე დიდ პრობლემად. მიღებული შედეგები ასეთია:

  1. ფული, თუ უფულობა – ოჯახის ბიუჯეტის განხილვა უმეტესობისთვის მტკივნეული თემა აღმოჩნდა;
  2. ის ყველგან თავის კვალს ტოვებს (ტანსაცმელს, ნივთებს...) თავის ადგილას არაფერს დებს...
  3. არ ესწრება ჩვენი შვილების სასკოლო ღონისძიებებს;
  4. ჩვენ სამნი ვართ: ის, მე და დედამისი;
  5. ჩემი იმედები ვერ გაამართლა...ძალიან ხშირად, მარტივ საქმეებსაც კი ისე ვერ ასრულებს, როგორც ამას ველოდები;
  6. მე ერთი შვილი კიდევ მინდა, მას კი აღარ;
  7. გვიან მივხვდი, რომ სექსში ვერ ვეწყობით;
  8. იშვიათად ვნახულობთ დროს ერთმანეთისთვის, საერთოდ ვერ ვხედავ...
  9. სახლის საქმეებში არასოდეს მეხმარება და როცა დახმარებას ვთხოვ, ამბობს, რომ დაიღალა;
  10. ერთად მეტისმეტად ბევრ დროს ვატარებთ, ამოსუნთქვის საშუალება არ მქვს;
  11. არ მიმჟღავნებს თავის ფიქრებს;
  12. ხმამაღლა ხვრინავს;
  13. სპორტი მისთვის მეტად მნიშვნელოვანია;
  14. ჩემი კარიერული მიზნებს არ აფასებს და თავისას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს;
  15. დიდ დროს ატარებს სტრიპტიზ კლუბებში;
  16. მისი ყოფილი შეყვარებულები ფეისბუქის მეგობრებში ყავს დამატებული;
  17. პაემნებზე აღარ დავდივართ, მხოლოდ სამუშაო-სახლი. ძველებური აღმაფრენა გაქრა;
  18. ის ჩემს გვერდით არასოდეს არის, თავი მარტოხელა დედა მგონია; 
  19. სექსი აღარ გვაქვს;
  20. არასოდეს კიდებს ტუალეტის ქაღალდის რულონს საკიდზე;

საინტერესოა, რომ ამ სიაში ვერ მოხვდა ღალატი-ერთგულების პუნქტი, როგორც ჩანს ეს პრობლემა ამერიკაში არც ისე აქტუალურია, ან ამერიკელ ქალბატონებს გამოკითხვებში მონაწილეობისას გულწრფელობა აკლიათ. რაც ნაკლებად სავარაუდოა. 


კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 762 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: