შაბათი, 2025-01-18, 4:07 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 18
სტუმარი: 18
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 25 » მსოფლიოს უცნაური დღესასწაულები
6:41 PM
მსოფლიოს უცნაური დღესასწაულები

მსოფლიოს უცნაური დღესასწაულები

მსოფლიოს ყველა კუთხე გამოირჩევა თავისი უნიკალური ტრადიციებით, კულტურით, რწმენითა და იდეოლოგიით. დღესასწაულები სწორედ ამ ცნებების ერთგვარ თავმოყრას გულისხმობს. თუკი დაინტერესდები ნებისმიერი ქვეყნის რომელიმე დღესასწაულის ისტორიით, საბოლოოდ თვითონ ქვეყნის უძველეს ისტორიამდე მიხვალ, გაეცნობი მის კულტურას, რწმენა-წარმოდგენებს და რაც მთავარია, ხალხს.

დღესასწაული არის რაიმე ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებული საზეიმო დღე. აღსანიშნავი მოვლენის ხასიათის, მნიშვნელობისა და გავრცელების არეალის მიხედვით არსებობს შემდეგი სახის დღესასწაულები: სამოქალაქო (საერთო-სახალხო, ეროვნული, პროფესიული), საერთაშორისო და რელიგიური.

ზოგი მათგანი საკმაო პოპულარობით შეიძლება სარგებლობდეს, ზოგი კი ნაკლებად ცნობილია. თუმცა, არსებობენ დღესასწაულები, რომლებმაც სახელი თავისი არაორდინალურობითა და უცნაურობით გაითქვეს, დღეს კი მათ მთელი მსოფლიო იცნობს.

უცნაურ დღესასწაულებს შორის უპირველეს ადგილს ე.წ. თაიპუსამი იკავებს. ის ყოველ წელს, ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, სავსემთვარეობისას, იანვრის ან თებერვლის თვეში აღინიშნება. ინდოელები ქალღმერთ პარვატისა და ღმერთი შივას ვაჟის,მურუგანის დაბადებას ზეიმობენ, რომელმაც უძლეველი დემონი შუბით განგმირა.

დღესასწაულის მონაწილეები მთელ დღეს ლოცვაში ატარებენ, რომლის პარალელურად სხეულის სხვადასხვა ნაწილს – ენას, ლოყებს, ტუჩებს, მუცელსა და მკერდს – ბასრი, მძიმე მეტალისა და რკინის იარაღებითა და კაუჭებით იხვრეტენ.

მათი მიზანია იგრძნონ რაც შეიძლება მეტი ფიზიკური ტკივილი – რაც მეტს ეწამება სხეული, მით მეტად დალოცვილი იქნება სული ღმერთებისგან. ინდოეთის გარდა „თაიპუსამს" სინგაპურსა და მალაიზიაშიც აღნიშნავენ.

„ლა ტომატინა" ჰქვია ესპანურ დღესასწაულს, რომელიც აგვისტოს თვის ბოლო ოთხშაბათ დღეს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, ქალწული მარიამისა და წმინდა ლუის ბერტრანდის საპატივცემულოდ იმართება. ფესტივალის უცნაურობა მდგომარეობს იმაში, რომ დაახლოებით 50 ათასი ესპანელი და მათ შორის უცხოელებიც, ვალენსიის ქუჩებში ერთმანეთს პომიდვრებს ესვრიან. „ლა ტომატინას" საფუძველი 1941 წელს ჩაეყარა და ის დღემდე დიდ პოპულარობას ინარჩუნებს. ის ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება, ამიტომ მაღაზიებსა და ვიტრინებს საგულდაგულოდ „ფუთავენ".

მონაწილეები ძირითადად თეთრ ტანსაცმელს იცვამებ, თუმცა სამოსის სითეთრე მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება. თუკი აგვისტოში ესპანეთში წასვლას დააპირებთ, ეცადეთ თვის ბოლოს ვალენსიიდან შორს იყოთ, რადგან მასობრივ პომიდვრების ბრძოლაში, ადგილობრივების განსაკუთრებულ სამიზნეს, სწორედ ტურისტები წარმოადგენენ.

აღსანიშნავია ესპანელების კიდევ ერთი არაორდინალური დღესასწაული, სახელად „ელ კოლაჩო", ასევე ცნობილი, როგორც „ეშმაკის ნახტომი". ფესტივალი სათავეს იღებს ჯერ კიდევ 1620 წლიდან და ყოველ წელს, ესპანეთის სხვადასხვა ქუჩაში იმართება. მონაწილეები მიწაზე სქელ ლეიბებს აფენენ, სადაც აწვენენ 1-დან 12 თვემდე ასაკის ჩვილ ბავშვებს.

სპეციალურ კოსტიუმებში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ეშმაკებს განასახიერებენ, რიგ-რიგობით ახტებიან ახალდაბადებულებს. დღესასწაული ხშირად ცუდი შედეგით მთავრდება, არის შემთხვევები, როდესაც ჩვილები ზიანდებიან, ამიტომ ის მიჩნეულია ერთ-ერთ საშიშ და შეურაწმყოფელ ფესტივალადაც კი. 

რომის პაპმა ბენედიქტ XVI -მ ადგილობრივ მღვდელებს დღესასწაულისგან თავის შორს დაჭერაც კი მოსთხოვა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ესპანელებს მაინც ღრმად სწამთ, რომ ნახტომი ბავშვებს წინა ცხოვრებაში დაშვებული ცოდვებისგან ათავისუფლებს და იცავს მათ ავადმყოფობისა და ავი სულებისგან.

 

 

დაამატა  ლადო  სოფრომაძემ

კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 988 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: