შაბათი, 2025-01-18, 3:47 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » მართლები და მატყუარები
7:27 PM
მართლები და მატყუარები

მართლები და მატყუარები

ძველად მეზღვაურებს ზღვაში გასვლის წინ, საზრიანობის შემოწმების მიზნით, შეკითხვებს აძლევდნენ. ერთ მეზღვაურს ასეთი ამოცანა შესთავაზეს: არის ორი კუნძული. ერთზე ცხოვრობენ მხოლოდ მართლები, მეორეზე კი - მხოლოდ მატყუარები. ეს კუნძულები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და მათ მცხოვრებლებს სავაჭრო ურთიერთობა აქვთ დამყარებული. ამიტომ იმ კუნძულზე, სადაც მატყუარები ცხოვრობენ, შეიძლება შეხვდეთ მართლის მთქმელს და პირიქით, მართლის მთქმელების კუნძულზე შეიძლება შეხვდეთ მატყუარას. ამასთან, ცნობილია, რომ მატყუარა, რომელ კუნძულზეც არ უნდა იმყოფებოდეს, ყოველთვის იტყუება, მართლის მთქმელი კი ყველგან სიმართლეს ლაპარაკობს.

ვთქვათ, გემიდან მოჩანს ორივე კუნძული, მაგრამ არ ვიცით, რომელი კუნძულია მართლების და რომელი - მატყუარების. დაგავალეს, რომ უნდა მიადგეთ ერთ-ერთ კუნძულს და პირველსავე შემხვედრს დაუსვათ მხოლოდ ერთი კითხვა. ამ კითხვაზე შემხვედრის პასუხის მიხედვით უნდა დაადგინოთ რომელ კუნძულზე იმყოფებით.

რა კითხვა უნდა დაუსვას მეზღვაურმა პირველივე შემხვედრს?

პასუხი მონიშნეთ: (მეზღვაურმა პირველივე შემხვედრს უნდა დაუსვას კითხვა: „თქვენ ამ კუნძულზე ცხოვრობთ?"

თუ მეზღვაური მიადგა იმ კუნძულს, სადაც მატყუარები ცხოვრობენ, პირველი შემხვედრი იქნება ან მატყუარა ან მართლისმთქმელი. თუ შეხვდა მატყუარა, რა თქმა უნდა, კითხვაზე უპასუხებს: „არა", ხოლო თუ პირველი შემხვედრი იქნება მართლის მთქმელი, ისიც უპასუხებდა: „არა".

ახლა დავუშვათ, რომ მეზღვაური მოხვდა მართლის მთქმელის კუნძულზე. თუკი პირველი შემხვედრი იქნებოდა მატყუარა, მაშინ იგი ამ კითხვაზე უპასუხებდა: „დიახ", ხოლო თუ მართლის მთქმელი შეხვდებოდა, ისიც ასევე უპასუხებდა: „დიახ".

ამრიგად, თუ პასუხი იქნებოდა „არა", მეზღვაური მიხვდებოდა, რომ იგი იმყოფება მატყუარების კუნძულზე, ხოლო თუ პასუხი იქნებოდა „დიახ", ის იქნებოდა მართლისმთქმელების კუნძულზე.  )

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1037 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: