შაბათი, 2025-01-18, 4:06 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 19
სტუმარი: 19
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » ქრისტეშობის დღესასწაული
7:48 PM
ქრისტეშობის დღესასწაული

ქრისტეშობის დღესასწაული

დღესასწაულებიდან ჩვენ ყველაზე მეტად შობა გვიყვარს. მაშინ, როცა გარეთ ძალიან ცივა, სახლში კი სასიამოვნოდ თბილა, ყველაფერი საზეიმოდაა მორთული - ნაძვის ხე, ჩიჩილაკი, ტკბილეული, საჩუქრები, იმიტომ, რომ დღეს იესო ქრისტეს დაბადების დღეა.

და აი, რეკენ ეკლესიის ზარები. ისინი სწორედ ქრისტეს დაბადების დღეზე გვიწვევენ.

ორი ათას წელზე მეტი დრო გავიდა ქრისტეს შობიდან. ჩვენ ხომ წლებს სწორედ ქრისტეს დაბადების დროიდან ვითვლით.

მაგრამ ეკლესიაში საშობაო წირვაზე ჩვენ მხოლოდ ამ დღის მოსაგონებლად არ მივდივართ. ჩვენ ქრისტეს შობაზე დასასწრებად გვეპატიჟებიან. გაინტერესებთ როგორ?


მაცხოვრის შობის ადგილი

ეკლესია ყველაზე დიდი სასწაულების ადგილია ამქვეყნად. იქ ჩვენ ზეცის კარი გვხვდება. დღესასწაულებზე კი ეს კარი იხსნება და შეგვიძლია, ღმერთის სამეფოში შევაბიჯოთ. შეგვიძლია, გავხდეთ ქრისტეს ცხოვრების არა მარტო მაყურებლები, არამედ მონაწილეებიც. ეს მართლა შეიძლება, თუ ჩვენ გვიხარია ქრისტეს დაბადება, თუ გვინდა მასთან ყოფნა, თუ მზად ვართ, შევასრულოთ მისი სიტყვა და ამ ყველაფერს ლოცვაში ვეტყვით მას, იესო შემოვა ჩვენს გულში. და შენ იგრძნობ უცნაურ, ჩუმ სიხარულს, ეს სიხარული ღმერთის მობრძანებას ახლავს ხოლმე თან. ამას ვერავინ მოგიყვება, ეს შენ თვითონ უნდა გამოსცადო. ეს ყველაზე დიდი სასწაულია.

როგორ მოხდა ქრისტეს შობა. ამას სახარება გვიამბობს:

იმ დროს ისრაელი რომის იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი. იმპერატორმა მოსახლეობის აღწერა განიზრახა, რის გამოც ყველა ადამიანი იმ ქალაქში უნდა ჩასულიყო და აღწერილიყო, საიდანაც იყო წარმოშობით. ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი დანიშნული იყო მართალ იოსებზე. და აი, მათ მოუწიათ წასვლა დაბა ბეთლემში, საიდანაც ისინი იყვნენ წარმოშობით. ბეთლემში ჩასულებს ყველა სახლი და სასტუმრო დაკავებული დახვდათ, ვერსად იპოვეს თავშესაფარი. მაშინ გავიდნენ დაბიდან და მის შორიახლოს საქონლის ბაგაში შევიდნენ. სწორედ იქ, ბაგაში იშვა მაცხოვარი. ბაგის ახლომახლო მწყემსები ცეცხლს შემოსხდომოდნენ და თბებოდნენ. ამ დროს ისინი უცნაური სახილველის მოწმენი გახდნენ. ზეციდან დაეშვა ანგელოზთა გუნდი, რომლებიც გალობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ანგელოზებმა გაოცებულ მწყემსებს ახარეს: რას დგახართ აქ? დღეს თქვენთვის იშვა მაცხოვარი. და აი, ნახავთ მას ბაგაში თავის დედასთან ერთად. ამის შემდეგ ანგელოზთა გუნდი უჩინო შეიქმნა. მწყემსები სასწრაფოდ გაემართნენ იმ ადგილისაკენ, საითაც ანგელოზებმა მიანიშნეს და იქ, მართლაც, იხილეს უბრალო სახვევებში შეხვეული ჩვილი იესო ყოვლადწმიდა ქალწულის მკლავებში და თაყვანი სცეს მას. შემდეგ კი გახარებულნი დაბრუნდნენ მინდორში და ადიდებდნენ ღმერთს, რომ ასეთი დიდი სასწაულის ხილვის ღირსნი გახდნენ (ლუკა 2, 8-20).

კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 834 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: