გამომცხვარი ქათამი პამიდვრითა და წიწაკით
საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 2 ცალი დიდი, ბულგარული წითელი წიწაკა, 4 ნაჭერი (500 გ) ქათმის ფილე, 1 ს.კ. ზეთი, 150 გ გრძელი ბრინჯი, 2-3 ღერი ოხრახუში, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. წიწაკა საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. ხორცს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავაწყოთ ზედ ქათმის ფილე და თითო მხარეზე 2-3 წუთის განმავლობაში შევწვათ. ხორცი ამოვიღოთ, ამავე ცხიმში ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი და ნიორი.3 წუთში შევანელოთ მარილითა და წიწაკით. ბრინჯი ჩავყაროთ 300 მლ მდუღარე მარილიან წყალში და თავდახურული ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. სოუსის 2/3 საცხობ ფორმაში მოვათავსოთ, ზედ დავაწყოთ ქათმის ფილეს ნაჭრები და ზემოდან დანარჩენი სოუსი გადავანაწილოთ. და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. მზა კერძს მოვაყაროთ ოხრახუში და სუფრაზე ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.
ქაბაბი საჭირო მასალა(ერთი ულუფისთვის) 1კგ. საქონლის ცხიმიანი ხორცი 3-4თავი ხახვი 2კონა ქინძი 1კონა ოხრახუში 2ცალი კვერცხი კოწახური,შავი პილპილი,მარილი.
მომზადების წესი: ხორცსაკეპმანქანაში გაატარეთ ხორცი.ხახვი,მწვანილი.დაუმატეთ კოწახური, კვერცხი, 1|5 ჭიქაა წყალი,მარილი,პილპილი და კარგათ აურიეთ.რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუწყვეტლივ ურიეთ.შემდეგ გააკეთეთ გუნდები,მიეცით მათ მოგრძო ფორმა,ამოავლეთ ფქვილში და შეწვით.სუფრაზე მიტანის წინ შეგიძლიათ მოასხლათ ბროწეულის წვენი ან მოაყაროთ კოწახური.აუცილებლად მოაყარეთ მრგვლად დაჭრილი ხახვი.თუ გინდათ ლავაშში გაახვიეთ. გემრიელათ მიირთვით!
[[ დაამატა ელომ
|