მაშ ასე, კიდევ ერთი კრეატიული და ძალზედ ორიგინალური რეკლამების კრებული! მაღლა მოთავსებული სურათი გახლავთ "სონის” ერთერთი ციფრული კამერის რეკლამა, რომელიც ისეთი წვრილია რომ პატრონს დახურულ კანალიზაციის ჭაში ჩაუვარდა!
ეს არის ტურისტული კომპანიის რეკლამა. "ყველა მიდის ქალწულ არდადეგებზე,” ესაა მათი ლოზუნგი.
ჯიპის პარკინგი. აზრი იმაშია რომ ჯიპი ისეთი მაგარია რომ სადაც გსურთ იქ დააყენებთ თქვენს 4X4 მანქანას, თუნდაც ამ ადგილებზე. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ რომ აუცილებლად მოგადგებათ კაშკაშა ყვითელ ფერში გამოწყობილი და შავ-თეთრი ჯოხის მქნეველი ადამიანი, ამიტომ მოამზადეთ 20-40 თეთრი მის დასაკმაყოფილებლად.
ავტომანქანა ‘მინი’ ისეთი პატარაა რომ საკანალიზაციო ჭის ხუფი და ძელნიც კი შეიძლება მის ‘მოედნად’ გამოიყენოთ.
‘ფოლკსვაგენ პოლო,’ პატარაა, მაგრამ გამძლე!
"არ რას ვხედავთ, როცა ეწევი.”
"ქალაქში სუპერმენი დაბრუნდა!!!” წარმომიდგენია რა მოხდება როცა ადამიანი-ობობა დაბრუნდება
იოგას ცენტრის რეკლამა დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონათ. [[sali
|