კეთილი სპილოებიინდოეთის გზებზე სპილოებთან შეხვედრა ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს არის ვეებერთელა, შვიდ ტონამდე მასისა და 3,5 მ სიმაღლის ცხოველი, რომელიც ყველა ინდოელის საყვარელ არსებას წარმოადგენს. ინდოელები სპილოებს თაყვანს სცემენ, როგროც ღვთაებას, მათ გარეშე არცერთი რელიგიური დღესასწაული არ ჩაივლის. სპილოები ჯოგებად ცხოვრობენ, მათი მეთაური დედალია. წარმოიდგინეთ, რომ ეს უზარმაზარი არსებები მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებიან, ყოველდღიურად შთანთქავენ 300 კგ-მდე ფოთოლს, კვირტებს, ბალახს, ნაყოფს, ხის ქერქს. სპილოები ძირითადად ბინადრობენ ტყეებში და მდინარეთა დაჩრდილულ ნაპირებზე, რადგან ცუდად იტანენ სიცხეს. სპილოები კარგად ეგუებიან ადამიანს, ეჩვევიან შრომას, მოშინაურებული სპილოები არასოდეს გარბიან ჯუნგლებში ჯოგთან, ისინი ადამიანის ერთგულ მსახურებად რჩებიან. სპილო არასოდეს მიატოვებს გასაჭირში თავის მეგობარ ადამიანს. განსაკუთრებით თბილად ექცევიან ისინი ბავშვებს. სპილოს თითქოს ესმის ადამიანის ენა: ყურში თუ ჩასჩურჩულეს, ის მაშინვე მოხრის უკანა ფეხს და ეხმარება პატრონს მის ზურგზე დაჯდომაში. ზოგიერთ სპილოს რელიგიური წეს-ჩვეულებების ჩატარებისას იყენებენ, ამიტომ ისინი, მუშა სპილოებისაგან განსხვავებით, უფრო მოვლილ-მოკაზმულნი არიან. მათზე მოგზაურობენ ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში. ესეც მათი სამუშაოა. მოსახლეობა ყოველთვის ესალმება მათ ძღვენით - ხილითა და მონეტებით. ხილს სპილოები ხორთუმით პირში იგდებენ, მონეტებს კი მხედარს აწვდიან. სპილო, როგორც იშვიათი ცხოველი, კანონითაა დაცული. მათზე ნადირობა აკრძალულია. მაგრამ ძვირფასი ძვლის გამო ბევრი ბრაკონიერი მაინც ნადირობს სპილოებზე, ამიტომ ეს ცხოველები ძალიან ცუდად მრავლდებიან.
|