ჯადოსნური წიგნისქელი ქაღალდისაგან გამოჭერით 14 ფურცელი და დანომრეთ. გადაიხატეთ ცისფერი სურათები თითო გვერდზე თითო ისე, როგორც სურათებზეა მითითებული. მაგალითად, სურათი 1 უნდა გადახატოთ პირველ გვერდზე, სურათი 3, 9 მესამე და მეცხრე გვერდებზე და ა.შ. შემდეგ სურათები თანმიმდევრობით დაალაგეთ, წიგნად აკინძეთ და სწრაფად გადაფურცლეთ. ბუ ფრთებს გაშლის და გაფრინდება. ხოლო თუ ცირკში მოხვედრა გსურთ, შეგიძლიათ ბუს ნაცვლად გაწვრთნილი ვეფხვი დახატოთ და ისევე გააცოცხლოთ, როგორც ბუ. აბა, სცადეთ!
|