შაბათი, 2025-01-18, 4:08 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 18
სტუმარი: 18
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 11 » ბანანის დიეტა - 3 დღეში მინუს 3 კილოგრამი
6:07 PM
ბანანის დიეტა - 3 დღეში მინუს 3 კილოგრამი
ბანანის დიეტა - 3 დღეში მინუს 3 კილოგრამი
ბანანის დიეტა - 3 დღეში მინუს 3 კილოგრამი

ამ დიეტით 3 დღეში 3 კილოგრამის დაკლება შეიძლება. სანამ ბანანის დიეტას შეუდგებით, გულმოდგინედ უნდა მოემზადოთ. მოსამზადებლ დღეს აკრძალულია საკვებში ნებისმიერი მარილიანი კერძის მიღება, ასევე შემწვარის ან ცხიმიანის, ასევე არ არის რეკომენდებული შებოლილი და ტკბილეული. ბანანის დიეტის განმავლობაში კი უნდა მიირთვათ მხოლოდ ბანანი.

იმისათვის, რომ ბანანის დიეტა შედეგიანი იყოს, გულმოდგინედ აირჩიეთ ბაზარში ხილი. კატეგორიულად აკრძალულია არამწიფე ბანანის მირთმევა - მათში სხვადასხვა, ორგანიზმის მიერ ცუდად ათვისებადი ნივთიერებაა. თუ ვერ მოახერზეთ მწიფე ხილის ყიდვა, მაშინ შემდეგნაირად მოიქეცით: მომწვანო ბანანები საკვებ ქაღალდში გაახვიეთ და ბნელ ადგილას მოათავსეთ.

ბანანი კარგად გაასუფთავეთ. კანის გარდა, ყველა თეთრი ძაფი უნდა მოაცილოთ. საკვებად ვარგისია მხოლოდ ბანანის რბილობი. ხოლო ბოსტნეული ბანანები (გრძელი, მწვანე ფერისა და სქელი კანით), არ არის დიეტისთვის ვარგისი.

ბანანის დიეტის ორი სახესხვაობა არსებობს. მკაცრი ბანანის დიეტის ხანგრძლივობა 3 დღეა, მეორე, ნაკლებ მკაცრი ბანანის დიეტა კი 7 დღე გრძელდება.

ბანანის სამდღიანი დიეტა

ბანანის დიეტის ერთი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ სამი ცალი ბანანი და დალიოთ სამი ჭიქა უცხიმო რძე. დაშვებულია კვების მიღების დაყოფა რამდენიმე ჯერზე, როგორც მოსახერხებელი იბნება. თუ რძის აუტანლობა გაქვთ, მისი კეფირით შეცვლა შეიძლება (1%-ით). ერთი ბანანი დაჭყლიტეთ და კეფირს აურიეთ - ერთი კვება შეიძლება ასეთიც იყოს. 

შვიდდღიანი ბანანის დიეტა

ეს ვარიანტი მეტად მარტივია, მაგრამ ნაკლებ პროდუქტიული. დღეღამეში შეგიძლიათ მიირთვათ დაახლოებით კილო-ნახევარი გასუფთავებული ბანანი. მათი მიღება შეგიძლიათ მაშინ, როცა მოგესურვებათ. წყურვილის მოკვლა შეიძლება მწვანე ჩაით ან შემთბარი ანადუღარი წყლით - მათი რაოდენობა შეუზღუდავია. ამ საშუალებით დღე-ღამეში ერთ ზედმეტ კილოგრამსაც დაიკლებთ. თუ ძნელია თავშეკავება, შეგიძლიათ ერთი სუფრის კოვზი ნებისმიერი უცხიმო ფაფა მიირთვათ და ერთი თხელი ნაჭერი მოხარშული ხორცი, ასევე სამი ყლუპი ყავა. მაგრამ სასურველია მაინც ასე არ მოიქცეთ - გახსოვდეთ, თქვენ დიეტაზე ხართ. თუ მკვეთრად გრძნობს შიმშილს და კუჭი ცარიელი გაქვთ - მეტი ბანანი მიირთვით.

ღირსებები

ბანანების შემადგენლობაში ვიტამინების ბალანსირებული კომპლექსია. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით სასარგებლო ვიტამინებს - E და С, ხოლო ვიტამინ В6-ის წილი ყოველდღიური ნორმის მინიმუმ ნახევარს შეადგენს. ბანანი მიიჩნევა კალციუმის, რკინისა და ფოსფორის ძირითად წყაროდ. ამ დიეტის დროს არ არის გართულებები სწორი ნაწლავის მუშაობასთან დაკავშირებით, რადგან პირველ რიგში ნაწლავები სუფთავდება. არის კიდევ სხვა პლუსები: ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება; თუ დიეტის დაცვის შემდეგ მაშინვე არ გადახვალთ მძიმე და მავნე საკვებზე, დიეტის შედეგს დიდხანს შეინარჩუნებთ.

ასევე აუმჯობესებს ბანანი კანის მდგომარეობას. ბანანის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ართრიტების დროს.
ცილების თანაფარდობა ბანანის დიეტაში რეკომენდებულთან არის ახლოს.

ნაკლოვანებები
ეს დიეტა უკუნაჩვენებია ნაწლავებისა და კუჭის ქრონიკული დაავადებების დროს, ასევე თვით პროდუქტის - ბანანის აუტანლობისას. თუ დადად არ გიყვართ ბანანი, დიეტის მერე საერთოდ შეგძულდებათ. ხოლო თუ არ გაქვთ სანაღვლე გზების, ნაღველისა და თირკმლების დაავადება, კუჭის წყლული და არ გაქვთ ძლიერი გაცხიმოვნება, შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ეს დიეტა. 
კატეგორია: მოდა | ნანახია: 994 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: