შაბათი, 2025-01-18, 3:52 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 14
სტუმარი: 14
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 13 » ანთროპოსოფიული მედიცინა
8:26 PM
ანთროპოსოფიული მედიცინა
ანთროპოსოფიული მედიცინა

 2თერაპიის სახლში მკურნალობა ეფუძნება ანთროპოსოფიულ მედიცინას, რომელიც კლასიკური მედიცინის სულის მეცნიერების საფუძველზე განვრცობას წარმოადგენს.

ანთროპოსოფია შემეცნების გზაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მოგვცა ავსტრიელმა მეცნიერმა, ფილოსოფიისა და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა რ. შტაინერმა. ის სამყაროს, ადამიანს და მისი ქმედების ყველა სფეროს შეისწავლის და აცოცხლებს სულიერი იმპულსით.

ანთროპოსოფიულად განვრცობილი მედიცინის ამოსავალი არის ის, რომ დედამიწა, ბუნება და ადამიანი უძველეს წარსულში ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. განვითარების საერთო გზაზე თანდათანობით მოხდა მინერალების, მცენარეების და ცხოველების ამ მთლიანობიდან გამოყოფა, ისე, რომ დღეს ადამიანის წინაშეა ბუნების სამყარო.

ადამიანში მიმდინარე ავადმყოფობის ყოველი პროცესი მსგავსია ბუნებაში მიმდინარე ტიპიური პროცესისა. თერაპიული ხელოვნების არსია წამლის გამოყენებით ამ ორი მონათესავე პროცესის ერთმანეთთან დაკავშირება.

ბუნების ყველა საუფლოს კი შემორჩა თავისი უძველესი მიმართება ადამიანთან. ამიტომაც ანთროპოსოფიული სამკურნალო საშუალებები მზადდება მინერალური, მცენარეული და ცხოველური სამყაროდან მოპოვებული სუბსტანციებიდან.

მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა ანთროპოსოფიულ მედიცინაში გამოიყენება არამედიკამენტოზური დამხმარე თერაპიები.

თერაპიის განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს „სამკურნალო ევრითმია" – ეს მოძრაობითი თერაპიაა, რაც სასიცოცხლო პროცესებზე მოქმედებს, აღძრავს თვითგანკურნების ძალებს და ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის ჯანმრთელ ფუნქციონირებას.

შემდეგი დამხმარე მეთოდებია:

  • ხელოვნებით თერაპია;
  • პლასტიკური ფორმირება, ფერში, გრაფიკაში მუშაობა;
  • მუსიკით თერაპია;
  • მეტყველებით თერაპია.

კომპლექსურ მკურნალობაში მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი ფიზიოთერაპიული ღონისძიებები: რიტმული შეზელვა, რიტმული მასაჟი, ზეთის დისპერსიული აბაზანები და სხვა გარეგანი  პროცედურები.

მკურნალობის ეს მეთოდი ორიენტირებულია მთლიან ადამიანზე, რომელიც წარმოადგენს განუმეორებელ ინდივიდუალურობას თავისი ბიოგრაფიით და სოციალური კავშირებით.

პაციენტის ირგვლივ შეკრებილი თერაპიული ერთობა ეხმარება მას ჯანმრთელობის აღდგენაში და ჯერ კიდევ გამოუყენებელი შესაძლებლობების განხორციელებაში.

ანთროპოსოფიული მედიცინა ევროპაში 1920 წლიდან დღემდე 13 ქვეყანაში ხორციელდება (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია ესპანეთი, ირლანდია, ინგლისი, იტალია ჰოლანდია, პორტუგალია, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია. გარდა ევროპისა ანთროპოსოფიული მედიცინა ხორციელდება: აშშ, კანადა, სამხრეთ ამერიკა, ბრაზილია, არგენტინა, პერუ, ჩილე, ავსტრალია და სხვა)

ანთროპოსოფიული წამლები გამოიყენება ავსტრიის, გერმანიის, იტალიის, ჰოლანდიის, შვეციის, შვეიცარიის დიდი ბრიტანეთის კლინიკებში.

ყოველწლიურად 6 მილიონი პაციენტი იტარებს ანთროპოსოფიული მეთოდით მკურნალობას გერმანიაში.

ანთროპოსოფიული მედიცინის საფუძვლები ისწავლება გერმანიის, შვეიცარიის და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში.

დაამატა  ლადო  სოფრომაძემ


კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 815 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: