კომპანია Sharp-მა გამოაცხადა, რომ დაიწყებს ამ ფირმის 3D ტელევიზორების გაყიდვას ზაფხულში. ევროპაში გავრცელდება იაპონური ელექტრონიკის გიგანტის პროდუქცია ამ წლის დასასრულში. როგორც ჩანს შარპი გახდება ბოლო კომპანია, რომელმაც მოასწრო გიგანტების დიდ ბრძოლაში ჩართვა. Sharp-ი შედის თხევად-კრისტალური ტელევიზორების მწარმოებელთა ხუთეულში, Samsung, Philips, Sony და LG-თან ერთად. თავიდან 3D ტელევიზორების Sharp-გან გაყიდვას დაიწყებენ იაპონიაში ივნისის თვიდან. მაღაზიების თაროებზე ჩინეთში, ევროპაში და აშშ-ში გამოჩნდება მხოლოდ ამ წლის ბოლოს. ამ სიახლის ფასის შესახებ ჯერ არაფერი არ არის ცნობილი. ახალი 3D ტელევიზორები Sharp გააჩნიათ ერთი ძალიან საინტერესო თავისებულობა. ეს არის კიდევ ერთი ფერი - ყვითელი, რომელიც დამატებული ფერების გამოჩენის ტექნოლოგიებში.
სტანდარტულ გამასთან RGB დამატებულია Y (ყვითელი), რომელიც, როგორც თქვლის მწარმოებელი კომპანია, მოგვცემს საშუალებას მივიღოთ უფრო კაშკაშა, სუფთა, და უფრო რეალური ნახატი. ამის გარდა, ახალი ტელევიზორები იქნებიან აწყობილნი ტექნოლოგია FRED-ის მხარდაჭერით (Frame Rate Enhanced Driving) და ექნებათ LED-შუქები გვერძე სკანირებით.