შაბათი, 2025-01-18, 4:08 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 20
სტუმარი: 20
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 17 » 3 საიდუმლო მობილური ტელეფონის შესახებ
11:34 AM
3 საიდუმლო მობილური ტელეფონის შესახებ
 თქვენს მობილურ ტელეფონს აქვს სხვადასხვა დაფარული შესაძლებლობები, რომელთა შესახებ შესაძლოა ინფორმაცია არ გაქვთ! აი რამდენიმე ასეთი ფუნქცია სპეციალურად გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.

 

1 შემთხვევა:


112 არის ნომერი, რომელიც შეგიძლიათ აკრიფოთ ნებისმიერი ტელეფონიდან საგანგებო სიტუაციების დროს. ეს ნომერი მთელ მსოფლიოში მოქმედებს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა იმყოფებით თქვენი ქსელის დაფარვის ზონის მიღმა, საგანგებო სიტუაციის დროს შეგიძლიათ აკრიფოთ 112 და თქვენი ტელეფონი თავად მოძებნის რეგიონში არსებული ქსელებიდან აუცილებელ ნომერს საგანგებო სიტუაციის შესახებ ზარის განსახორციელებლად და ინფორმაციის გადასაცემად.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ეს ნომერი შეგიძლიათ აკრიფოთ მაშინაც კი, თუ თქვენი ტელეფონის კლავიატურა დაბლოკილია. სცადეთ ( მხოლოდ 112 აკრიფეთ და დაკავშირების ღილაკს ხელი არ დააჭიროთ, თორემ ცრუ განგაშის შემთხვევა დაფიქსირდება და დაისჯებით).


2 შემთხვევა:


მანქანის გასაღები მანქანაში დაგრჩათ და კარი ჩაგეკეტათ? აქვს მანქანას დისტაციური გასაღები? შემდეგი რჩევა შესაძლოა ოდესმე ძალიან გამოგადგეთ.
კიდევ ერთი არგუმენტი მობილური ტელეფონის შესაძენად: თუ გასაღები დაკეტილ მანქანაში დაგრჩათ და სახლში გაქვთ მანქანის სათადარიგო გასაღები, მობილური ტელეფონით დაურეკეთ ოჯახის რომელიმე წევრს. მობილური ტელეფონი დაიჭირეთ მანქანის კარებიდან დაახლოებით 30 სანტიმეტრის მანძილზე, იმ მომენტში როცა სახლში მყოფი ოჯახის წევრი დააჭერს ხელს მანქანის გასაღებზე არსებულ კარის გაღების ღილაკს, ოღონდ ცხადია გასაღები ოჯახის წევრმა მობილურ ტელეფონთან უნდა მიიტანოს. თქვენი მანქანის კარი გაიღება.
ეს მშვენიერი საშუალებაა დროის ეკონომიისთვის, წარმოიდგინეთ რამდენ დროს დაკარგავდით, სანამ სახლიდან გასაღებ მოგიტანდნენ ან თქვენ გაეშურებოდით მის წამოსაღებად. მანძილს მანქანასა და სახლს შორის არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია მოახერხოთ დარეკვა იმ ადამიანთან, ვისაც სათადარიგო გასაღებზე აქვს წვდომა. თქვენ შეძლებთ მანქანის კარის ან საბარგულის გაღებას.
რედაქტორის შენიშვნა: რჩევა რეალურია! ჩვენ გავაღეთ მანქანის კარი მობილური ტელეფონით გადაცემული სიგნალით.

 

3 შემთხვევა:


როგორ დავბლოკოთ მოპარული ტელეფონი? იმისათვის რომ გაიგოთ თქვენი მობილური ტელეფონის სერიული ნომერი აკრიფეთ შემდეგი კომბინაცია: *#06#
ეკრანზე გამოჩნდება 15 ციფრისგან შემდგარი კოდი. ეს კოდი უნიკალურია ყველა ტელეფონისთვის. ჩაიწერეთ ეს ნომერი და უსაფრთხო ადგილას შეინახეთ. თუ ტელეფონი მოგპარეს, დაურეკეთ თქვენი ქსელის ოპერატორს და გადაეცით მას ზემოაღნიშნული კოდი. ოპერატორი შეძლებს თქვენი ტელეფონის დაბლოკვას. ახლა, სიმ ბარათის გამოცვლის შემთხვევაშიც კი, ტელეფონით ვერ ისარგებლებენ. შესაძლოა ტელეფონი ვერ დაიბრუნოთ, მაგრამ გეცოდინებათ, რომ ქურდი მას ვერ გამოიყენებს.

 [[sali

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 823 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: