საეკლესიო ღმრთისმსახურების დროს ძირითადად შემდეგი საეკლესიო ჭურჭელი და ნივთები იხმარება: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი, ლახვარი, დაფარნები და ღრუბელი.
ბარძიმი ფეხიანი სასმისია, რომელშიც კვეთის დროს ჩაასხამენ წყლით შეზავებულ ღვინოს, რომელსაც წირვის დროს აკურთხებენ და ქრისტეს სისხლად შეიცვლება.
ფეშხუმი მრგვალი, ფეხიანი ლანგარია. ფეშხუმზე კვეთის დროს ტარიგად*... კითხვის გაგრძელება »
ყინული,ძმარი,მარილი... ამ უბრალო ინგრედიენტებმა შესაძლოა ფასდაუდებელი სამსახური გაგიწიონ სისუფთავესთან ბრძოლაში.
შოკოლადი
შოკოლადისა და კაკაოს ლაქები მხოლოდ ვიზუალურადაა ცუდი სანახავი. მს ადვილად უმკლავდება თბილი წყალი და ჭურჭლის სარეცხი ნებისმიერი საშუალება. ჟელე თავდაპირველად ლაქას დაასხით, შემდეგ კი გარეცხეთ.
სახლის დალაგება... რა საშინელი სიტყვაა. გოგონების უმეტესობას სახლის დალაგება არ უყვარს, რადგან ისინი უბრალოდ ამ საქმეს არაზუსტი მხრიდან უდგებიან. რამოდენიმე რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევიყვაროთ სახლის დალაგება.
ხალხში გავრცელებულია გამოთქმა, რომ ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელს ისე გაატარებო. ამ სადღესასწაულო დღეებისათვის მართლაც რომ განსაკუთრებულად ვემზადებით და მის დადგომას ყოველთვის მომავალ სასიკეთო ცვლილებებს ვუკავშირებთ.
მაინც როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს და რა საჭირო ნაბიჯები გადავდგათ? ფსიქოლოგები და პარაფსიქოლოგები რამდენიმე განსაკუთრებულ რჩევას გვთავაზობენ.
უპირველეს რიგში საჭიროა, რომ საკუთარი ბინა გავაკრიალოთ. ამ დარგის სპეციალისტები რეკომენდაციას გვაძლევენ, რომ საქმიანობას აუცილებლად 31 დეკემბრის დილას შევუდგეთ. ბინა ძველი ცოცხით უნდა დავგავოთ. შუადღისას ცოცხი სახლიდან რაც შეიძლება შორს უნდა გადავაგდოთ, მისი შემცვლელი კი შესასვლელ კართან, კუთხეში მოვათავსოთ. ეს იმიტომ კეთდება, რომ ოჯახში ფული შემოვიდეს.
საახალწლო სუფრას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. აუცილებელი ატრიბუტი თხილი და თაფლია, რომლებსაც ოჯახისათვის ბარაქა და სიმდიდრე მოაქვს. ასევე მისასალმებელია, თუ სუფრაზე დააწყობთ ფორთოხალს. ფორთოხალი ჩ
... კითხვის გაგრძელება »
გვიახლოვდება ახალი წელი და ყველას დაგვეუფლა საახალწლო განწყობა. ირთვება ქუჩები, ისმის საახალწლო სიმღერები, ვგეგმავთ სად და როგორ შევხვდებით და ავღნიშნავთ ახალი წლის დადგომას და ასევე გველის სასიამოვნო რიტუალი- ნაძვის ხის მორთვა. მათ ვინც აქცევს მრავალ დეტალს ყურადღებას და სურთ ამ წელსაც შესაბამისად სიახლით შეხვდნენ საინტერესო იქნება, როგორ მორთონ ეს ლამაზი ხე, რომელიც ძალიან ალამაზებს ამ დღესასწაულს და არის სიმბოლო სიახლის და იმედის კარგი წელის დადგომის. 2014 წელს ცხენის წელი გვიახლოვდება და შესაბამისად ყველა ცდილობს ლამაზად დახვდეს მას.
პირველად ნაძვის ხე 400 წლის წინ მორთეს და მას ამშვენებდა მხოლოდ სუფთა ვაშლი. ხოლო მინის პატარა ფერადი ბურთები, რომლებიც გავდა ვაშლს და სათამაშოები გაუკეთეს ნაძვის ხეს 1848 წელს გერმანიაში. ეხლაც შეგიძლიათ მორთოთ ნაძვის ხე ასეთი სტილით, ოღონ ნუ გამოიყენებთ ნამდვილ მანდარინსა და ვაშლს. დაკიდეთ ოქროსფერი და ვერცხლისფერი სათამაშოები. ეცადეთ, რომ მორთულობა შეესაბამებ
... კითხვის გაგრძელება »
ახალ წლამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი, ამიტომაც ახლავე შეუდექით საქმეს.
რომანტიკული სტილი
შეარჩიეთ ყვავილებით მოჩითული მსუბუქი ჰაეროვანი ქსოვილები, წვრილთასმიანი ღია ფეხსაცმელი. თმის კულულები, სასურველია, მხრებამდე ეშვებოდეს. ნუ შეარჩევთ ზედმეტად მკვეთრი ფერების თვალის ჩრდილებს ან პომადას.
სახის ტონი - ბუნებრივი, ოდნავ შეფაკლული, ღაწვებსა და დეკოლტეზე შეგიძლიათ ოდნავ ბრჭყვიალები მიიფრქვიოთ.
"რუმიანა" - ატმის ან ვარდისფერი.
ჩრდილები - ატმისფერი, ნაზი ვარდისფერი, იასამნისფერი, იისფერი (ის ერთნაირად უხდება მწვანე, ცისფერ და თაფლისფერ თვალებს), შეიძლება ოდნავ ბრჭყვიალა ჩრდილებიც გამოიყენოთ.
წამწამები - ფუმფულა, შეიძლება ხელოვნურიც.
ტუჩები - კენკრისფერი პრიალა ტონები, ნახევრად გამჭვირვალე, ნაზად მოელვარე. კლასიკური სტილი
ახლობლებისათვის საახალწლო საჩუქრების არჩევა და ყიდვა დღესდღეობით საკმაოდ მარტივია, ხოლო ამ დღესასწაულის საყვარელი ადამიანებისთვის ორიგინალურად მილოცვა უფრო იშვიათი ხდება. სწორედ ასეთმა მილოცვამ, შეიძლება აამაღლოს თქვენი ახლობლების საახალწლო განწყობა.
დაგვჭირდება:
* საახალწლო განწყობა * დაუვიწყარი დღესასწაული მოწყობის სურვილი
1.მოამზადეთ "მისალოცი სიტყვა", რომელსაც წარმოსთქვამთ საახალწლო სუფრასთან თქვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების წინაში ახალი წლის ღამეს. თქვენი გამოსვლა გააფორმეთ სუფრის წევრების საელთან, ხასიათთან, სტატუსთან დაკავშირებული ლექსებით, სიმღერებით, ფრაზებით. გაოსვლას თან დაურთეთ მცირე სიმბოლური სუვენირებით, რომლებიც უკავშირება ახალ წელს ან მოცემული წლისათვის განკუთვნილ მითიურ ცხოველს.
დღესასწაულები მხოლოდ სიხარული, მხიარულება, მეგობრებთან შეხვედრა, საჩუქრები, უქმეები კი არა... სადღესასწაულო სუფრაცაა, რომელიც, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩვენს უმრავლესობას ბევრ უსიამოვნებას გადაჰყრის ხოლმე. სიმძიმის გრძნობა, მუცლის შებერილობა, კუჭის წვა, ზედმეტი წონა, ქრონიკულ დაავადებათა გამწვავება, გამონაყარი - ეს ყველაფერი ქეიფის აუცილებელი ატრიბუტი ხდება და ხშირად ლხინის სიხარულიც უკვალოდ ქრება.
დღეს იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ გავხადოთ სადღესასწაულო სუფრა "ჯანსაღი”, ხოლო კერძები - უფრო მსუბუქი და ნაკლებკალორიული. თან ეს ისე უნდა მოხერხდეს, რომ ცვლილებები სტუმრებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს:
1. კერძების მოსამზადებლად გამოიყენეთ უჯრედისის შემცველი ბევრი პროდუქტი: ასეთი საკვები ძალიან სწრაფად ბადებს დანაყრების შეგრნებას მცირე ულუფების შემთხვევაშიც.
ა) მაგიდაზე მთლიანმარცვლებიანი ან ქატოს პური დადეთ. ბ) გამოიყენეთ მეტი მწვანილი, ბოსტნეული და ხილი. გ) შეარჩიეთ ისეთი
... კითხვის გაგრძელება »
გვიახლოვდება ახალი 2014 წელი. ალბათ ჯერ ცოტას თუ დაუწყია საახალწლო მზადება. თუ გსურთ საახალწლო განწყობა გაიმძაფროთ, მაშინ გირჩევთ მიჰყვეთ ამ მითითებებს.
უპირველესად ნაძვის ხეს შევეხოთ, რომლის გარეშეც ახალი წელი არ არსებობს. სასიამოვნო პროცესია ნაძვის ხის ოჯახთან ერთად მორთვა. მაგიდის საახალწლო გადასაფარებელიც ეფექტურია, განსაკუთრებით სუფრაზე, ფერად სანთლებთან ერთად. ფანჯრების მორთვა კი ქუჩაში მოსიარულეებსაც გადასდებს სახლში შექმნილ განწყობას. ლამაზად მორთულ სახლში უკვე მხიარულებაც შემოდის, თუმცა დროა მოვიმარაგოთ ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ხილი და ციტრუსები. ჩემს ოჯახში კივი ერთ-ერთი მთავარი საახალწლო ციტრუსია, მისი სუნი ჩემში უკვე საახალწლო განწყობას იწვევს.
* ბევრ ოჯახში ტრადიციაა, რომ საჩუქრები მხოლოდ თოვლის ბაბუას მოქვს, თუმცა რა არის ცუდი იმაში რომ ახლობლებს ჩვენც ვაჩუქოთ საჩუქრები?! მაღაზიები უკვე მოირთო საახალწლოდ თუმცა საჩუქრების მყიდველები ნაკლებად არიან. ნუ გადადებთ ამ პროცეს ბოლოსთვის.
ახლოვდება ახალი წელი. ყველამ ვიცით, რა უნდა დავაწყოთ ნაძვის ხის ქვეშ და როგორ მოვრთოთ სახლი, როგორ გავაწყოთ და რომელი სასმელით დავამშვენოთ სუფრა?
რა უნდა ეწყოს ნაძვის ხის ქვეშ? რა თქმა უნდა, ქათქათა ბამბა, სათამაშო თოვლის ბაბუა და ნაირფერად შეფუთული საჩუქრები, რათა ყველაფერი ზღაპარს დაემსგავსოს... სჯობს, საჩუქრები ხის ქვეშ ადრევე დააწყოთ, რათა საღამოს იდუმალება შეემატოს - ახალ წელს ხომ ყველაფერი ნაძვის ხის გარშემო ხდება, ნაირფერად შეფუთული კოლოფები კი სასწაულის მოლოდინს ამძაფრებს. ნაძვის ხის ქვეშ შეგიძლიათ დააწყოთ ყველაფერი, რაც გსურთ. მთავარია, საჩუქარი იყოს ორიგინალური, მაგრამ ამავე დროს სასარგებლო და სასიამოვნო.
როგორ მოვრთოთ საახალწლოდ სახლი
საახალწლოდ საჭიროა სახლის მორთვაც. არ არის აუცილებელი კედლების გადაღებვა ან მოხატვა, ჭერზე ვარსკვლავების მიწებება. საკმარისია, შეიძინოთ გირლანდები, ნათურები, ზანზალაკები, ფერადი ბუშტები და დ
... კითხვის გაგრძელება »