ნაძვის ხისა და ოთახის მოსართავად ბზრიალები რომ დაამზადოთ, უნდა აიღოთ სამი ფერის ქაღალდი. შემოხაზეთ ერთნაირი წრეები და გამოჭერით. მოკეცეთ ქაღალდი შუაზე ცალ-ცალკე, მათი ნახევარი გვერდები ერთმანეთს შეაწებეთ, შუაში ძაფი ჩააყოლეთ და ჩამოკიდეთ. საკმარისია სულ პატარა ნიავიც კი, რომ ბზრიალამ თავბრუდამხვევი ტრიალი დაიწყოს.
ხელების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ საინტერესო ლანდების თეატრი, ეკრანზე განასახიეროთ ცხოველები, ჩიტები და სხვა, რასაკვირველია, სათანადო განათების დახმარებით. ნახატზე ნაჩვენებია სხვადასხვა სახეები. კარგად დააკვირდით თითებისა და ხელების მოძრაობას, მათ მდგომარეობას და გაიმეორეთ.
სქელი ქაღალდისაგან გამოჭერით 14 ფურცელი და დანომრეთ. გადაიხატეთ ცისფერი სურათები თითო გვერდზე თითო ისე, როგორც სურათებზეა მითითებული. მაგალითად, სურათი 1 უნდა გადახატოთ პირველ გვერდზე, სურათი 3, 9 მესამე და მეცხრე გვერდებზე და ა.შ. შემდეგ სურათები თანმიმდევრობით დაალაგეთ, წიგნად აკინძეთ და სწრაფად გადაფურცლეთ. ბუ ფრთებს გაშლის და გაფრინდება.
ძველად მეზღვაურებს ზღვაში გასვლის წინ, საზრიანობის შემოწმების მიზნით, შეკითხვებს აძლევდნენ. ერთ მეზღვაურს ასეთი ამოცანა შესთავაზეს: არის ორი კუნძული. ერთზე ცხოვრობენ მხოლოდ მართლები, მეორეზე კი - მხოლოდ მატყუარები. ეს კუნძულები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და მათ მცხოვრებლებს სავაჭრო ურთიერთობა აქვთ დამყარებული. ამიტომ იმ კუნძულზე, სადაც მატყუარები ცხოვრობენ, შეიძლება შეხვდეთ მართლის მთქმელს და პირიქით, მართლის მთქმელების კუნძულზე შეიძლება შეხვდეთ მატყუარას. ამასთან, ცნობილია, რომ მატყუარა, რომელ კუნძულზეც არ უნდა იმყოფებოდეს, ყოველთვის იტყუება, მართლის მთქმელი კი ყველგან სიმართლეს ლაპარაკობს.
ვთქვათ, გემიდან მოჩანს ორივე კუნძული, მაგრამ არ ვიცით, რომელი კუნძულია მართლების და რომელი - მატყუარების.
... კითხვის გაგრძელება »