რამდენიმე დღეში საქართველოს სკოლებში საახალწლო არდადეგები დაიწყება. ზოგ მშობელს ალბათ უკვე დაგეგმილი აქვს, როგორ გაატარებენ ამ დღეებს შვილებთან ერთად: ზამთრის კურორტზე, სოფელში, უცხოეთში და სხვა, თუმცა ხდება ისეც, რომ ბავშვების გაყვანას ვერსად ვახერხებთ. ამ პრობლემის მოგვარება გაცილებით მარტივია ზაფხულში, როდესაც ბავშვს ეზოში ჩასვლაც აკმაყოფილებს, ზამთრის თავისუფალი დღეების გადაგორება კი მომზადებას მოითხოვს. მართალია, დასავლეთ საქართველოში დიდი თოვლი მოვიდა, თბილისში გათოვების შანსი ყოველთვის მინიმალურია, ამიტომ ბავშვების საგუნდაოდ, საციგაოდ და უბრალოდ თოვლში სასეირნოდ წაყვანის დაგეგმვა არ კმარა. ჯობს, უფრო პრაქტიკული სამოქმედო გეგმა გქონდეთ, რომლის დარღვევაც გათოვების შემთხვევაში დანაშაული ნამდვილად არ იქნება.
vertobit.ucoz.com-ის საინტერესო სტატიების განყოფილებაში ნახავთ წერილს იმის შესახებ, თუ როგორ მორთოთ ორიგინალურად საახალწლო ნაძვის ხე. ამის გაკეთება ბავშვებთან ერთად შეგიძლიათ. მათი დახმარებით მოაგრ
... კითხვის გაგრძელება »
მალე ახალი წელი მოვა, რამდენიმე დღეში კი საოჯახო ნაძვის ხის გაწყობა მოგიწევთ, რომელიც თქვენს სახლში თითქმის ერთი თვის განმავლობაში დაიდებს ბინას. ვინაიდან სახალწლო ნაძვის ხე სახლის ყველაზე გამორჩეულ და ადვილად შესამჩნევ ადგილას იდგმება, მას ყველა თქვენი სტუმარი ნახავს, ამიტომ ნებისმიერი დი
ასახლისი ცდილობს, მისი ნაძვის ხე ყველაზე დიდი, ლამაზი, ფერადი და ბრწყინვალე იყოს. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნაძვის ხე და მასთან არსებული დღესასწაული ყველაზე მეტად პატარებს უხარიათ, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ სადღესასწაულო აქსესუარის მორთვისას მათ გემოვნებასაც გაითვალისწინებთ.
ყველაზე უკეთესია, თუ ნაძვის ხეს ერთად მორთავთ, თუმცა მისთვის სათამაშოების დამზადების პროცესი გაცილებით საინტერესოა, რადგან ამ დროს არა მარტო შვილებთან დამატებითი კომუნიკაცისა და გართობის საშუალება გეძლევათ, არამედ მათი ფანტაზიის გავარჯიშება-გამოვლენის პროცესსაც მიადევნებთ თვალს. როგორც ცნობილია, ბავშვებს განსაკუთრებული ფანტაზია აქვთ
... კითხვის გაგრძელება »
ხშირია შემთხვევა, როდესაც გარკვეულ ასაკში ბავშვი უფროსების მიმართ უხეშობას, უპატივცემულობას, ზოგჯერ უზრდელობასაც იჩენს. მშობლის მიერ მიცემულ შენიშვნას ცუდი სიტყვებით, ხმაურიანი რეაქციით პასუხობს ზოგჯერ მშობელს ჰგონია, რომ საქმე ჩვეულებრივ, წარმავალ მოვლენასთან აქვს, რაც ნამდვილად არ გახლავთ სწორი, რადგან სპეციალისტების აზრით, ამგვარ გულგრილ დამოკიდებულებას ვითარების მხოლოდ გამწვავება და სამომავლოდ მეტი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. პრობლემის აღმოსაფხვრელად, პირველ რიგში, მისი გამომწვევი მიზეზები უნდა გავარკვიოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვი ღრუბელივით იწოვს ყველაფერს, რასაც გარშემო ხედავს, იმახსოვრებს მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის ტექსტსაც და ხასიათსაც. ამრიგად, თუ გინდათ, შვილი ზრდილობიანი გყავდეთ, პირველ რიგში, ოჯახური კონფლიქტი მოაგვარეთ. თუ მეუღლეებს შორის ჩხუბი გარდაუვალია, ეს აუცილებლად ბავშვისგან დაფარულად გააკეთეთ, მეტიც, ჩხუბის შემდეგ ეცადეთ, ბავშვი ვერც მიხვდეს, რომ თქვენს შორის დაძაბულობაა, რადგან ეს უკვე სულ სხვა ფსიქოლოგი
... კითხვის გაგრძელება »