შაბათი, 2025-01-18, 4:55 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 19
სტუმარი: 19
მომხმარებელი: 0
მთავარი » ბავშვები
როცა ოჯახში ორი პატარაა

... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 692 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-08 | კომენტარი (0)

აუტიზმს დიდი წარსული და შედარებით ხანმოკლე ისტორია აქვს. ტერმინის გაჩენამდე მრავალი საუკუნით ადრე ლეგენდებში, ზღაპრებსა და სამედიცინო წყაროებში აღწერდნენ უცნაური ქცევის ადამიანებს, რომლებიც არ ჰგავდნენ სხვებს. 

მოგვიანებით, ექიმები მათ ავტომატურად უსვამდნენ შიზოფრენიის დიაგნოზს. ბავშვთა ფსიქიატრი ლეო კანერი იყო პირველი, ვინც თავის ნაშრომში აღწერა ამ ტიპის აშლილობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და მსოფლიო მედიც ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 691 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-08 | კომენტარი (0)

დაიმახსოვრეთ, თუ ბავშვს არ მოსწონს რამე საკვები, ნუ დააძალებთ, ხანდახან მას სჭირდება გარკვეული დრო საკვების შესასწავლად. ზრდასთან ერთად ბავშვი ეჩვევა ახალ საკვებს. იყავით მომთმენნი, სცადეთ კიდევ ერთხელ.

ახლა უკვე შეგიძლიათ მისცეთ მთლიანი კვერცხი, ფორთოხლის წვენი და ნატურალური ძროხის რძე ან მაწონი. მათი მიცემა უფრო ადრე არ არის რეკომენდებული ალერგიული რეაქციის გამო.

იმ ბავშვებს, რომლებიც ფეხს იდგამენ, არ აქვთ კარგი მადა. არ შეშინდეთ. მათ შეიძლება დროებით უარიც კი თქვან ჭამაზე. სიცოცხლის პირველ წელს ბავშვი ასამკეცებს დაბადების წონას, მეორე წელს კი იმატებს 2.5-3.5კგ-ს. ამ პერიოდში ბავშვი უფრო მეტად ვითარდება ვიდრე იზრდება. ვინაიდან პირველი წლის შემდეგ ბავშვი შედარებით ნელა იზრდება, ამიტომაც მისი მადა კლებულობს.

ჩვილის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი სამედიცინო მეთვალყურეობის პროცესის დაგეგმვისათვის. მიღებული მეთოდია ნორმატიული ცენტილური ცხრილების გამოყენება, რომელიც მიუთითე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 765 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-07 | კომენტარი (0)

დაახლოებით ექვსი თვის ბავშვს უკვე შეუძლია მცირე რაოდენობის მყარი საკვების მიღება. თუ რძე ჰყოფნის ნუ იჩქარებთ. პირველი კვების დროს ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოთ კოვზით მყარი საკვების მიღებას. მთავარია ბავშვი არ დააჩქაროთ და თანდათან მიაჩვიოთ ახალ საკვებს. თუ ბავშვი რომელიმე კონკრეტულ საკვებს არ ჭამს, შეიძლება მისი გემო არ მოსწონდეს: ბავშვს, უფროსებივით ზოგი რამ მოსწონს ზოგი კი არა.

1.საკვები თხელი და ადვილად მოსანალებელი უნდა იყოს. ამისათვის პიურეს დასრესილ თუ დაკეპილ საკვებს, ანადუღარი წყალი, დედის რძე, ხელოვნური ნარევი, უმარილო ნახარში, ხილიხ წვენი ან მაწონი დაუმატეთ.

2.ბავშვს ახალი საკვები დილით ან შუადღის კვებისას შესთავაზეთ, რადგან საღამოს მიღებულმა ახალმა საკვებმა შეიძლება ბავშვი ისე შეაწუხოს, რომ მშვიდად აღარ დაეძინოს. სასურველია თუ ჯერ რძით მოუკლავთ შიმშილს, ხოლო შემდეგ ერთ ჩაის კოვზ ფაფას ან ხილის პიურეს შესთავაზებთ და კვლავ რძეს დააყოლებინებთ.

3.ანგარი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 742 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-07 | კომენტარი (0)

ამ საიტებზე ნახავთ ბევრ სახალისო და გონების სავარჟიშო თამაშებსა და ამოცანებს.

Kideos.com

goofysmartkids.com

Shidonni.com

GameClassroom.com

KidsPlayPark.com

Dreado.com

PetCheers.com

Edbydesign.com

Billybear4kids

DinoDraw.com

primarygames.com

Zeeks.com

nickelodeon.com.au

Pitara.com

Mathtwo.com

gzkidzone.com

nickelodeon

awesomeclipartforkids

agameaday.com

familygames

blackdog.net

Kidinfo.com

TeacherTidBytes.com

Donutboy.com

Multiplication.com

Foxkids.com

Thekidzpage.com

KidsClick.com

lil-fingers.com

Kidsfreeware.com

www.funschool.com

Kidsites.com

abcteach.com

funorama.com

Brainpop.com

Yahooligans.com

gamequarium.com

Go-Education.com

Two Minute Football

familyscho ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 666 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-31 | კომენტარი (0)

საქართველოს სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს იწყება, ამრიგად კიდევ გაქვთ დრო შვილები სასკოლოდ მოამზადოთ, განსაკუთრებული მომზადება კი პირველკლასელებს სჭირდებათ, რომლებიც ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო, 12 წლიანი ციკლის სტარტზე დგანან. ამჯერად ყურადღებას ზურგჩანთის არჩევაზე გავამახვილებთ, ვეცდებით, მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რათა თქვენი პატარასთვის სკოლაში გატარებული პირველი წელი ერთგვარი ტვირთი არ აღმოჩნდეს.

პირველი რჩევა ერთმნიშვნელოვანია - სკოლის ჩანთას აუცილებლად ზურგჩანთის ფორმა უნდა ჰქონდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ხერხემლის გამრუდება, ტკივილები და სხვა დისკომფორტი. ზურგჩანთის სამხრეები მის სიმძიმეს აბალანსებს, გარდა ამისა, ბავშვს ორივე ხელი თავისუფალი აქვს - თუ სკოლის დერეფანში ან ქუჩაში წაიქცევა, გაცილებით კარგად შეძლებს თავის დაცვას და სხვა.

არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვობის ყველაზე უდარდელი პერიოდი სწორედ სკოლის პირველ დღეს მთავრდება, ბავშვი უეცრად \"დიდი\" ხდება და გარკვეული პასუხისმგე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 822 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

ბოლო წლებში თანამედროვე კინემატოგრაფი პრაქტიკულად მთლიანად სამგანზომილებიან ფორმატში გადავიდა. საბავშვო ფილმები და ანიმაციებიც კი 3D გამოდის, რომელთა ნახვაც სპეციალური სათვალის გარეშე წარმოუდგენელია. სხვა საკითხია, რამდენად რეკომენდებულია ბავშვისთვის სამგანზომილებიანი გამოსახულების ყურება.

სპეციალისტები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ სამგანზომილებიანი გამოსახულება ყველა ასაკის ადამიანისთვის საზიანოა, მით უფრო პატარებისთვის, მაგრამ ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ კინოხელოვნება ყველას უყვარს, შესაბამისად, 3D ფილმებს ყოველთვის ეყოლება მაყურებელი.

იმავე სპეციალისტების რჩევით, უმჯობესი იქნება, თუ 5 წლამდე ასაკის ბავშვს 3D ფილმზე არ წავიყვანთ, რათა თავიდან ავიცილოთ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მხედველობის ორგანოს პათოლოგიის განვითარება. 5 წლის ასაკის ზემოთ კი ამის გაკეთებას რაც შეიძლება იშვიათად გვირჩევენ, მაგალითად, წელიწადში ორ-სამჯერ.
კინოთეატრებში მხოლოდ სტანდარტული ზომის სათვალე აქვთ (იშვიათი გამონაკლისების გარდა ასეა პრ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 780 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-29 | კომენტარი (0)

ერთია, როდესაც შინ პატარა ბავშვი გვყავს, რომელიც ჩვენგან მაქსიმალურ ყურადღებას, გამუდმებულ მზრუნველობასა და ფიქრს მოითხოვს, მაგრამ მეორეა, როდესაც ეს ბავშვი იზრდება, მოზარდად ყალიბდება და სულ უფრო მეტ საზრუნავს გვიმატებს. ყველა დროის მოზარდს საკუთარი პრობლემები და სირთულეები აქვს. ასეა თანამედროვე მოზარდის ცხოვრებაშიც - ტელეეკრანიდან, ინტერნეტიდან, ქუჩიდან, სკოლიდან შესრუტული ინფორმაცია მის გონებაში სხვა და სხვა გვარად ილექება და ზოგჯერ ნეგატიურ შედეგამდეც მივყავართ. სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ჩვენი შვილების ამ მეტად საპასუხისმგებლო პერიოდში განსაკუთრებით ყურადღებით ვიყოთ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში სათანადო რეაგირება შევძლოთ.

იმის მიხვედრა, რომ ბავშვი მოზარდად იქცა, ადვილია: შედარებით გულჩათხრობილია, ხშირად ღიზიანდება, აგრესიულია, უმიზეზოდ ტირის, საკუთარ ოთახში იკეტება და ასე შემდეგ. ასეთ დროს მისდამი დიდი ყურადღება გმართებთ, რათა ზედმეტად არ გააღიზიანოთ, არ შეაწუხოთ კითხვებით, მით უმეტეს, აგრესიაზე აგრესიით არ უპასუხოთ. უნ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 857 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-29 | კომენტარი (0)

„მასწავლებელი პირველია, ვინც აღმოაჩენს, რომ მის მოსწავლეს დისლექსია აქვს." - ყურადღებიანი და გათვითცნობიერებული დედისათვის პირველი მასწავლებელი არ უნდა იყოს ის, ვინც მისი შვილის ამ ნაკლს აღმოაჩენს! ეს პრობლემები ხომ მის შვილს დამატებით სტრესს უქმნის პირველ კლასში... წერითი მეტყველების ცნებაში შედის წერაც და კითხვაც, წერა და კითხვა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც თავისი განვთარებით, ასევე მუდმივი გამოყენებით. დისლექსია - კითხვის პროცესის სპეციფიკური ნაწილობრივი დარღვევა, რომელიც ვლინდება ასოების ამოცნობის გართულებაში.დისგრაფია - წერის პროცესის სპეციფიკური ნაწილობრივი დარღვევა, რომელიც ვლინდება ასოების დამახინჯებაში, გადაადგილებასა და გამოტოვებაში... კითხვისა და წერის საფუძველს წარმოადგენს რთული ფსიქო-ფიზიოლოგიური პროცესი, რომელშიც მონაწილეობს - მხედველობითი, სმენითი,მეტყველების უმაღლესი ქერქული ანალიზატორები და უშუალოდ სამეტყველო აპარატი. კითხვის პროცესი იწყება მხედველობითი აღქმიდან, ბგერის გამოცნობისა და განსხვავებისაგან. შემდეგ ხდებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 978 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

 

ოცდამეერთე საუკუნე ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეა. ამ საუკუნის ბავშვებს და თინეიჯერებს ვერ წარმოუდგენიათ სამყარო მობილური ტელეფონების, ინტერნეტის, ჩატების და ვიდეო თამაშების გარეშე. ახალგაზრდები კვირაში საშუალოდ 53 საათს ატარებენ მედიასა და ტექნოლოგიებთან ურთიერთობაში, ეს თაობა უფრო მეტ დროს ატარებს ეკრანებთან, ვიდრე სხვა ნებისმიერ საქმიანობაში, სკოლის, ოჯახის, სპორტის და ძილის ჩათვლით. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმ გავლენებზე რასაც ახალი ტექნოლოგიები ახდენენ თანამედროვე ახალგაზრდობაზე და განსაკუთრებით ბავშვებზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უფროსი თაობისგან უფრო ხშირად ნეგატიური განწყობა ფიქსირდება და ამ ნეგატიური განწყობის ყველაზე დიდი წილი მაინც ვიდეო თამაშებზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რა ჩანს ზედაპირულად, ბავშვებში მომატებული აგრესიის მიზეზად ძირითადად ვიდეო თამაშები და მედია სახელდება. თუმცა ოფიციალური კვლევები მაინცდამაინც არ იზიარებენ ამ შეხედულებას. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა კავშირშია ბავ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 767 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

« 1 2 3 »