შაბათი, 2025-01-18, 4:03 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0
მთავარი » ოჯახი
პროცესორი - კომპიუტერის ტვინია. მასზეა დამოკიდებული პროგრამებისა და ოპერაციული სისტემის მუშაობის სისწრაფე. მისი არჩევისას საჭიროა იცოდეთ რამდენიმე თავისებურება, რომელთა მიხედვითაც ხდება არჩევანის გაკეთება.


სოკეტი (სლოტი)
იმისათვის, რომ მოხდეს დედა-პლატასთან კავშირის დამყარება, საჭიროა ორივე მოწყობილობას ჰქონდეს ერთნაირი სოკეტი. თუ თქვენ აპირებთ პროცესორის შეძენას გამზადებული კომპიუტერისათვის - გაიგეთ მისი დედა-პლატის სოკეტის სახელი. ამაში დაგეხმარებათ ინფორმაციული პროგრამები (მაგ:EVEREST). ასევე შეგიძლიათ მოხადოთ თავსახური სისტემურ ბლოკს, ამოიწეროთ დედა-პლატის სახელი და მოიძიოთ მისი სპეციფიკაცია მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე.

 ჩვეულებრივ, საოფისე კომპიუტერებისათვის იყენებენ - LGA1156 სოკეტს, სახლის კომპიუტერებისათვის - LGA1366, სათამაშო კომპიუტერებისათვის კი - LGA2011-ს.

სიხშირე (Frequency)
პროცესორის ე.გ. სიძლიერე განისაზღვრება ბირთვების რაოდენობითა და სიხშირის მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესორი, რომ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 801 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-07 | კომენტარი (0)

გაზქურა სამზარეულოს მთავარი ატრიბუტია, მის ხარისხსა და კომფორტულობას დიასახლისებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

კარგი ქურა შესანიშნავად უნდა ამზადებდეს კერძებს, იყოს უსაფრთხო, პრაქტიკული და ამავდროულად ამშვენებდეს სამზარეულოს ინტერიერს. ამიტომ მის შერჩევას ფუნდამენტალური მიდგომა ჭირდება.

ქურები ძირითადად არის სამი ტიპის: გაზის, ელექტრო და კომბინირებული. აგრეთვე ჩასაშენებელი ქურები.

პირველი საკითხი, რაც შერჩევის დროს უნდა გადაწყვიტოთ, არის ის, თუ რომელი ქურა შეიძინოთ - გაზის თუ ელექტრო. რა თქმა უნდა უნდა ორივე მათგანს როგორც ღირსება, ასევე ნაკლოვანება გააჩნია.



გაზქურები


თუ ბინაში არის გაზი, უმჯობესია გაზქურის შეძენა. რადგან ის მუშაობს ბუნებრივ აირზე, რომელიც გაცილებით ეკონომიურია, ვიდრე ელექტროობა. გარდა ამისა, გაზქურის ჩართვის შემდეგ კომფორები მაშინვე ცხელდება, რის გამოც მასზე პროდუქტის მომზადება გაცილებით სწრაფად და მოხერხებულად ხდება. კომფორები ასევე მალე ცივდება კიდეც, რაც საშუალებას იძ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 1210 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

1. მაცივრის მოცულობა და გაბარიტები:

მაცივრის არჩევისას დაფიქრდით მის განლაგებაზე, თუ როგორ კომფორტულად მივუდგეთ მას. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია მაცივრის ტევადობა. ერთი ადამიანისთვის ან წყვილისთვის შეიძლება საკმარისი იყოს ერთკამერიანი კომპაქტური მოდელი. მრავალსულიანი ოჯახისთვის ოპტიმალური არჩევანია ორკამერიანი მაცივარი. დიდი სამზარეულოს მფლობელებისთვის კი მიზანშეწონილია "Side-by Side" მოდელი, დახვეწილი დიზაინით, გვერდით განთავსებული საყინულე კამერით.

პატარა ერთკარიანი მაცივრის სიმაღლე მერყეობს 50-დან 160 სანტიმეტრამდე, იმისდა მიხედვით აქვს, თუ არა საყინულე კამერა. რაც შეეხება სიგანეს და სიღრმეს, დაახლოებით 60 სანტიმეტრია.

საშუალო ზომის სამზარეულოში ხშირად გვხვდება საშუალო ორკამერიანი "ევროპული" ტიპის მაცივრები: 60 სმ სტანდარტული სიგანით, ისინი აღწევენ 1,7-2 მეტრს სიმაღლეში, ზოგჯერ მეტსაც. მათი კომპაქტურობის მიუხედავად ისინი სთავაზობენ მოცულობას 300-350 ლიტრამდე. თუ სამზარეულოს ფართი იძლევა საშუალებას, შეიძლება დაიდგ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 1000 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)


1. დიაგონალის შერჩევა;

პლაზმური ტელევიზორის არჩევა ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ტელევიზორის, იწყება დიაგონალიდან. ტექნოლოგიური მახასიათებლების გამო ,,პლაზმურს'' 94 სმ-ზე ნაკლები დიაგონალით არ აწარმოებენ. მათ ათავსებენ ფართე ოთახებში, სასტუმრო და საძინებელში, სახლის კინოთეატრებში. ოპტიმალური მანძილი მაყურებელსა და ეკრანს შორის 3-4 მეტრი უნდა იყოს, თუ ნაკლები იქნება გამოსახულება გაიფანტება და დაიწყებს ციმციმს.

პლაზმური ტელევიზორები დიაგონალით 37-40 დიუმი (94-102 სმ) შესაფერისი იქნება პატარა ფართისთვის, სადაც მანძილი მაყურებელსა და ტელევიზორს შორის არ აღემატება 3 მეტრს. ასეთი კატეგორიის მოდელები ცოტაა, რაც დაკავშირებულია მცირე ფორმატის მქონე პლაზმური პანელების გამოშვების ხარჯებთან.

ყველაზე დიდი მოთხოვნა და შესაბამისად რეალიზაცია არის კატეგორიაზე 42-46" (107-117 სმ). მანძილი მაყურებელსა და ამ მოდელის ტელევიზორს შორის 3-4მეტრია.

კატეგორია 50"დიუმიდან ზემოთ (127სმ) გამოსახულების ხარისხით არ ჩამოუვარდებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 938 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-29 | კომენტარი (0)

ეს რჩევა იმედია ელისაბედს დაეხმარება იმისთვის, რომ შეარჩიოს კარგი ნოუთბუქი და არა მარტო ელოს არამედ სხვებსაც. :)

დღეს პერსონალური კომპიუტერის არჩევასთან შედარებით ნოუთბუქის არჩევა გაცილებით რთულია. მოდელების უდიდესმა ასორტიმენტმა, შემადგენლობითი და მოცულობითი შესაძლებლობების ნაირსახეობამ შეიძლება გამოცდილი მომხმარებელიც კი შეიყვანოს შეცდომაში. ამიტომაც სანამ შეუდგებით თქვენს არცთუ ისე მარტივ არჩევანს, გირჩევთ ჩემოყალიბდეთ, კონკრეტულად რისთვის და რა სახის დავალებების განსახორციელებლად გჭირდებათ ის.

საოჯახო ვარიანტი

თანამედროვე ნოუთბუქების შემადგენლობა იძლევა საშუალებას პერსონალური კომპიუტერები ნოუთბუქით ჩავანაცვლოთ. პლიუსები უდაოა: საჭიროების შემთხვევაში გაცილებით მოსახერხებელია ნოუთბუქის ოთახიდან ოთახში გატანა, იკავებს ნაკლებ ადგილს და თუკი აგარაკზე მიდიხართ, მაშინ ის იკავებს ძალიან მცირე ადგილს თქვენი მანქანის უკანა სავარძელზე. გსურთ გამოიყენოთ ნოუთბუქი სახლში? ამოირჩიეთ ნოუთბუქი დიდი დიაგ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 878 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-29 | კომენტარი (0)

1. ლაზერული თუ ჭავლური პრინტერი?



იმისთვის, რომ სწორად შევარჩიოთ პრინტერი, საჭიროა გავცეთ პასუხი შეკითხვას: ჭავლური პრინტერი გვჭირდება, თუ ლაზერული. ორივე მათგანი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებისთვის. საოფისე საქმიანობისთვის რეკომენდებულია ლაზერული პრინტერი, რომელსაც შეუძლია დიდი რაოდენობით დოკუმენტების სწრაფად ბეჭდვა, ხოლო სახლისთვის, სადაც თქვენ დაბეჭდავთ როგორც დოკუმენტებს, ასევე ფოტოებს, გამოგადგებათ ჭავლური პრინტერი ან სპეციალური ფერადი ფოტო პრინტერი სერიით - Photosmart.

თუ თქვენ გინდათ პრინტერი სახლისთვის, უკეთესია თქვენი არჩევანი შეაჩეროთ ნაკლებად ძვირ, ფერად, ჭავლურ პრინტერზე. ასეთი პრინტერი იდეალურია მაშინ, როცა თქვენ არ ბეჭდავთ დიდი რაოდენობით დოკუმენტებს. ჭავლური პრინტერით შესაძლებელია ფოტოების, სავიზიტო ბარათების ან სიგელების ბეჭდვაც. ასევე გაამახვილეთ ყურადღება კარტრიჯზე. იცოდეთ რომ ერთი და იგივე კარტრიჯით უფრო მეტი ტექსტური დოკუმენტი დაიბეჭდება, ვიდრე ფერადი ფოტოები და სიგელ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 854 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-29 | კომენტარი (0)

მობილური ტელეფონი, კომუნიკატორი თუ სმარტფონი

მობილური ტელეფონის შერჩევისას თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, კონკრეტულად როგორი ტიპის მოწყობილობა გინდათ. არსებობს მობილურები, რომლებიც ორიენტირებული არიან: ფოტოს გადაღებაზე, ინტერნეტის მოხმარებაზე, მუსიკის მოსმენაზე, დიზაინზე და სხვა ფუნქციებზე. ან მობილურები, რომელებიც ასრულებენ კომპიუტერის ფუნქციებს, ამ ტიპის მოწყობილობებიდან გამოარჩევენ კომუნიკატორებს და სმარტფონებს.

კომუნიკატორებსა და სმარტფონებს შორის, არსებითად, დიდი განსხვავება არაა და ამ ტიპის მოწყობილობების შედარება დიდ აზრთასხვაობას იწვევს. კომუნიკატორების შემთხვევაში მულტიმედიური შესაძლებლობები (ფოტო, ვიდეო, მუსიკა და ა.შ) შედარებით შეზღუდულია. სმარტფონი, შეიძლება ითქვას, რომ არის მობილური ტელეფონი პლიუს პერსონალური კომპიუტერი, ხოლო კომუნიკატორი -პერსონალური კომპიუტერი პლიუს GSM/SPRS მოდული, მობილური კავშირის და ინტერნეტ მოხმარებისთვის.

სმარტფონის მუშაობა ეფუძნება ოპერაციულ სისტემას Wi ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 1167 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

1. LCD და LED: LED ტექნოლოგიების უპირატესობები;

LCD ტელევიზორებმა უკვე მოასწრეს საკუთარი თავის წარმოჩენა საოჯახო ტექნიკის ბაზარზე, ზოგიერთებს ამ მოდელებიდან საკმაოდ ღირსეული თვისებებიც გააჩნიათ. მაგრამ თუ გვსურს ფერთა ხარისხიანი პალიტრა და უფრო მაღალი კონტრასტი, სასურველია ყურადღება მივაქციოთ ახალი თაობის ტექნოლოგიებს და არჩევანი გავაკეთოთ LED - ტელევიზორებზე. მით უმეტეს, რომ დღესდღეისობით ახალი თაობის ტელევიზორები ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

რომ გავერკვეთ LED - ტელევიზორების უპირატესობებში LCD-ტელევიზორებთან შედარებით, უნდა განვასხვავოთ მათი მუშაობის პრინციპები. (ფლუორესცენტული ლამპის) LCD - მატრიცის განათება ახალი თაობის ბრტყელპანელიან ტელევიზორებში ჩანაცვლებულია ათასი ცალკეული LED-ით (შუქდიოდებით).

LED ტექნოლოგიის დანერგვამ მწარმოებლებს საშუალება მისცა ტელევიზორი კიდევ უფრო კონტრასტული, ბევრად უფრო განათებული ეკრანით, დახვეწილი დიზაინით, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ელექტროეკონო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 955 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

1. სივრცე და სიძლიერე;

სახლის კინოთეატრის არჩევისას ორიენტირება მოახდინეთ სისტემის პირდაპირპრპპორციულობაზე იმ ფართთან, სადაც დინამიკები უნდა განათავსოთ. 300ვტ-მდე მოცულობის სისტემა გათვლილია მცირე ოთახებისთვის, 300-400ვტ. საშუალო ოთახებისთვის, ხოლო 500ვტ და მეტი შეავსებს ძალიან დიდ ოთახებსაც კი.

ძირითადი განსხვავება სახლის კინოთეატრსა და DVD-პლეერს შორის ჟღერადობაშია, რომელიც ქმნის დასწრების სრულ ეფექტს და იძლევა სიტუაციის რეალურად აღქმის საშუალებას. ამ ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დამონტაჟების წესების დაცვით. არ დაგავიწყდეთ, წინასწარ შეაფასოთ აუდიტორიის განლაგება, გაითვალისწინეთ, რომ დინამიკები უნდა განთავსდეს თავის დონეზე და უფრო ზემოთ. გადაწყვიტეთ, სად გსურთ დაალაგოთ დინამიკები -კედელზე თუ იატაკზე. თვით ოთახის აკუსტიკური თვისებები თამაშობენ ისეთივე მთავარ როლს, როგორც სწორად განლაგებული დინამიკები. ოპტიმალური აკუსტიკური იზოლაციის მიღწევა შესაძლებელია ინტერიერის ხალიჩებით, მძიმე ფარდები ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 925 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

1. ტიპები

იმისათვის, რომ აღჭურვოთ თქვენი სამზარეულო თანამედროვე გამწოვით, უნდა ჩამოყალიბდეთ მის ტიპში. ეს არჩევანი დამოკიდებულია, იმაზე თუ როგორი მეთოდით აპირებთ ამა თუ იმ მოდელის დამონტაჟებას: კედელზე, ჭერზე, კარადის ქვეშ, ან საერთოდ დამონტაჟდეს ჩასაშენებელი გამწოვი.

კედელზე მონტაჟისთვის იდეალური ვარიანტია ყველაზე გავრცელებული ბუხრის ტიპის გამწოვები. მათი ნაირსახეობა არის კუთხოვანი და მომრგვალებული ფორმის მოდელები.

კედლის მოდელებიდან განსხვავებით, კუნძულოვანი მოდელები მაგრდება ჭერზე და ყველაზე ხშირად გამოიყენება დიდი მოცულობის სამზარეულოში. ბრტყელი ტიპის გამწოვები შეიძლება მარტივად დაამონტაჟოთ ნებისმიერ სამზარეულოს კარადის ქვეშ, გაზქურის თავზე, ან უშუალოდ კედელზე. ასევე პოპულარულია კომპაქტური ჩასაშენებელი მოდელები, რომელთა ჰაერგამწოვი სისტემა იმალება კარადაში. ხილული რჩება მხოლოდ გამწოვის ქვედა ნაწილი, გამოსაწევი, ან სტაციონალური ქვედა პანელი, რომელიც ზრდის ჰაერის გაწოვის ზედაპირს და აიოლებს მის მართვას. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 1170 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

« 1 2