შაბათი, 2025-01-18, 5:07 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0
მთავარი » მედიცინა
მედიცინის სფეროში ჩატარებული ბოლო გამოკვლვებით დამტკიცდა, რომ გარდა ნამდვილად საჭირო ჩვევებისა – სწორი კვება, მოძრავი ცხოვრების წესი, ალკოჰოლის მოხმარებაში ზომიერება, ძილის რეჟიმის დაცვა – სრულიად არასაჭირო, მეცნიერულ საფუძველს მოკლებული რიტუალებიც გვაქვს. ოდესღაც მიჩნეული იყო, რომ ასეთი მოქმედებები სასარგებლოა, მაგამ მრავალი წლის განმავლობაში ეს არავის დაუმტკიცებია. როგორ მოვიქცეთ? მოდით, გადავხედოთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რომელ რიტუალზე შეიძლება თავისთვის ყოველგვარი ზარალის მიყენების გარეშე უარის თქმა.
ყოველ 6 თვეში სტომატოლოგთან ვიზიტი
ეს რეკომენდაცია პირველად კბილის პასტის რეკლამაში გაჟღერდა, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი სიხშირით დანტისტთან გამოკვლევაზე სიარული არაფრის მომტანია. თუ ექიმმა კბილებისა და ღრძილების დაავადებები არ აღმოაჩინა, მაშინ იმისათვის, რომ დროულად გამოავლინოს და უმკურნალოს იმ დაავადებებს, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს, პროფილაქტიკისთვის ერთი წლის შემდეგ ვიზიტი საკმარისია ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 741 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-06 | კომენტარი (0)

ისტორია
ძველეგვიპტურ, ასურულ და შუამდინარულ უკვდავ რეცეპტებს შორის გამოზარხოშებისთვის საჭირო რეცეპტებს ვერ იპოვით. ალბათ ძველად შესწევდათ უნარი, ისე მოელხინათ, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის არ ევნოთ. ღვინის სმაში ზომიერებას ოდითგანვე აქცევდნენ ყურადღებას. მაგალითად, ძველი ბერძნები ასეთ რჩევას აძლევდნენ ღვინის მოყვარულებს:
პირველი თასი ჯანმრთელობაა;
მეორე - სიამოვნება;
მესამე - ტკბილი ძილი;
მეოთხე - თავხედობა;
მეხუთე - დებოში და ალიაქოთი;
მეექვსე - ტაკიმასხრობა;
მეშვიდე - სიბრმავე და სიყრუე;
ხოლო მერვე დანაშაულია.


როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს?
ნუ დალევთ მშიერ კუჭზე.
ნუ დალევთ, თუ მეტისმეტად ხართ დაღლილი, რადგან მაშინვე დათვრებით და სპირტიანი სასმლის პირველივე ყლუპი შესაძლოა იმ დღეს უკანასკნელი აღმოჩნდეს.
დალევამდე მიირთვით რაიმე ცხიმიანი, მაგალითად, კარაქიანი პური და ხიზილალა, ან გადაყლაპეთ უმი კვერცხი. კუჭი ცხიმის აპკით დაიფარება და გარკვეული ხნით დაგიცავთ ალკოჰოლის აგრესიისგან.
ეცადეთ, ოთახი კარგად იყ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 778 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-01 | კომენტარი (4)

საკვების მიმართ სტერეოტიპული მიდგომა გვჩვევია - ის ან სასარგებლოა, ან მავნებელი, ან ხარისხიანი, ან უხარისხო, ან ახალია, ან ძველი. სანამ საკვებისადმი ჩვენს პრეტენზიებს განვაცხადებდეთ, აუცილებელია გავარკვიოთ, რა არის მასში სასარგებლო და რა - მავნე, რა სარგებლობის ან ზიანის მოტანა შეუძლია მას ჩვენი ორგანიზმისთვის. როდესაც მაღაზიაში ან ბაზარში საკვების შესაძენად მივდივართ, მის შესახებ ჩვეული წარმოდგენებით ვხელმძღვანელობთ, თუმცა ეს წარმოდგენები ყოველთვის მართებული როდია.


ეს განსაკუთრებით ეხება ნაწარმს, რომელიც დიეტურად, მსუბუქად, სამკურნალოდაც კი მიიჩნევა. მის შემადგენლობას გულისყურით უნდა მოვეკიდოთ, კარგად გავეცნოთ, რას შეიცავს, რა რაოდენობითაა მათში სასარგებლო თუ მავნე ნივთიერებები, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენს ორგანიზმზე. განვიხილოთ ზოგიერთი ერთი შეხედვით უწყინარი პროდუქტი:

მარგარინი - "მსუბუქი კარაქი”
მარგარინს "მცენარეული ცხიმის” პოზიცია უკავია, რომელიც "საშიში ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 770 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-31 | კომენტარი (0)

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, კარტოფილი რომ არ უყვარდეს. ამ ბოსტნეულის გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ჩვენი რაციონი, არამედ მრავალგვარი მრეწველობაც - კარტოფილისგან აწარმოებენ სახამებელს, სპირტს, რძის მჟავას, აცეტონს, პლასტმასას, ფოტოფირს, წებოვან ნივთიერებებს და სხვა. კარტოფილს დღეს მეორე პურს უწოდებენ, თუმცა ოდესღაც ის "ეშმაკის ვაშლად” იყო მონათლული. სამხრეთ ამერიკიდან მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში პეტრე I-ის მიერ შემოტანილი ეს კულტურა რუსეთში, ცოტა არ იყოს, ძნელად მიიღეს, თუმცა დღეს მის გარეშე არათუ რუსებს, ქართველებსაც ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება.


შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
კარტოფილი უძველესი ბოსტნეული კულტურაა. ინდიელები მას ჯერ კიდევ 17 საუკუნის წინათ იყენებდნენ, თანაც არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდაც. დღეს ყველამ იცის, რომ კარტოფილში შემავალ ცილას (2%-მდე) ახასიათებს მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ მრავალ ამინმჟავას. პოლისაქარიდებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 703 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

- ცხოველთა კვების საკითხიც მნიშვნელოვანია. რამდენჯერ უნდა ვაჭამოთ ძაღლს? რაზეა დამოკიდებული საკვების რაოდენობა - წონაზე?
- ლეკვს ხშირად უნდა ვაჭამოთ მცირე ულუფებით. ზრდის პროცესში კვების რაციონი ცხოველის წონის გათვალისწინებით დგება, ზრდასრულ ასაკში კი ძაღლი 2-ჯერ იკვებება და ავტომატურად გადადის ამ რეჟიმზე. თუ ძაღლი მაკედაა, მისი რაციონი თვითნებურად არ უნდა შევარჩიოთ, იმიტომ, რომ ამ მდგომარეობაში მას დამატებითი სპეციფიკური კვება სჭირდება, ის კი ექიმთან კონსულტაციით უნდა დაიგეგმოს, რათა ძაღლი ჯანმრთელი იყოს, კარგად იმშობიაროს და ჯანსაღი და ხალისიანი ლეკვები დაბადოს. კვების რაციონში შეიძლება დავამატოთ შვრია, წიწიბურა, ბრინჯი, ბოსტნეულის უცხიმო და უმარილო წვნიანი.


- ცხოველისთვის სუფრიდან საკვების მიცემა შეიძლება?
- არ არის სასურველი. ჩვენი საკვები მეტად კალორიული და ცხიმიანია, ცხოველს ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავს უზიანებს. არ არის სასურველი კვერცხის, შემწვარ-მოხრაკულის მიცემა. არ შეიძლებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 794 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

ბევრს სურს, სახლში ჰყავდეს სხვადასხვა ჯიშის კატა თუ ძაღლი, თუმცა ყველა ვერ აცნობიერებს, რომ ისინი ცოცხალი არსებები არიან და სათამაშოსავით არ უნდა მოვეპყროთ. მათ მზრუნველობა, მოვლა, პატრონობა და იმ სიყვარულის უკან დაბრუნება სჭირდებათ, რომელსაც თავად გვჩუქნიან. ცხოველთა მოვლის ნიუანსებზე გვესაუბრება "ზოოპლაზას" ექიმი ვეტერინარი, ვეტერინარიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ნათია ნატროშვილი.


- ქალბატონო ნათია, საქართველოში რომელი ჯიშის ძაღლი უფრო ჰყავთ ოჯახში?


- ადრე დიდ ძაღლებს ანიჭებდნენ უპირატესობას, მაგრამ ახლა, უფრო მეტად - ქალბატონები, ამჯობინებენ ჩიხუახუას, იორკშირულ ტერიერს, ბოოს. ძაღლს მოვლა-პატრონობა სჭირდება, ამიტომ მომავალ პატრონებს ვურჩევდი, ცხოველის შეძენამდე კონსულტაცია ექიმ ვეტერინართან გაევლოთ. ყველა ჯიშს აქვს ესა თუ ის თავისებურება, რომლის შესახებაც პატრონმა აუცილებლად უნდა იცოდეს და მზად იყოს წამოჭრილ პრობლემებთან გასამკლავებლად. ჩემი დაკვირვებით, მრავალსართულიანი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 867 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

თუ ფილტვები ცუდად იშლება
წლების განმავლობაში მტვრიან საწარმოში ვმუშაობდი. მიუხედავად საწარმოს მესვეურთა დაპირებისა, რომ შრომის უსაფრთხოების წესებს დაიცავდნენ, ვენტილაციის პრობლემა მაინც იყო. სამ წელიწადში ფილტვები მძიმედ დამიავადდა. გამიუარესდა სუნთქვა. მცირედი დატვირთვა და ქოშინი ამივარდებოდა ხოლმე, გავწამდი კაცი. მეგობარმა მის მიერ ნაცადი ფიტორეცეპტით მკურნალობა მირჩია. დავუჯერე და მივხვდი, რა სიმდიდრე იმალება სამკურნალო მცენარეთა სამყაროში. ფილტვების უებარი წამალი ასე მზადდება:

ნ აიღეთ 100 გრამი ნაღების კარაქი, შეათბეთ 50-60 გრადუსამდე, გადმოდგით და დაუმატეთ 10 გრამი დაქუცმაცებული დინდგელი (პროპოლისი). ნარევი კვლავ შემოდგით ცეცხლზე, 70 გრადუსზე, და გააჩერეთ 8-10 წუთი. ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ უნდა ურიოთ. შემდეგ გადმოდგით, გაწურეთ და ორფა დოლბანდში გაფილტრეთ. გააცივეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, თბილ რძესთან ერთად, ჭამამდე საათნახევრით ადრე.

მკურნალობა 2 თვე გრძელდება ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 940 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

თუ გსურთ, ახალგაზრდობა დიდხანს შეინარჩუნოთ და ჯანმრთელობა განიმტკიცოთ, მწვანილი უნდა შიყვაროთ. სხვა თუ არაფერი, წარმოიდგინეთ, რა გემო ექნებოდა ჩვენს საყვარელ კერძებს ამ სურნელოვანი მცენარეების გარეშე! მაგრამ არომატი მწვანილის ერთადერთი ღირსება როდია - ის ორგანიზმისათვის ფრიად სასარგებლო პროდუქტი გახლავთ.


ქინძი
ქინძის სპეციფიკური გემო და სურნელი ყველას როდი უყვარს. სწორედ ამ თვისების გამო იყო, ძველმა ბერძნებმა ხუმრობით "კორიანდრი” რომ უწოდეს. "კორის” ბერძნულად ბაღლინჯოს ნიშნავს, "ანონ” კი ანისი ანუ ანისურაა. საქმე ის გახლავთ, რომ ძველ ელინებს ქინძის სურნელი ბაღლინჯოს სუნს აგონებდათ. თუმცაღა ამპარტავანი ელინების აბზეკილ ცხვირს ქინძისთვის ბევრი არაფერი დაუკლია - კაცობრიობა მას დიდად აფასებს. ქვეყანას ვერ იპოვით, სამზარეულოში მისთვის საპატიო ადგილი რომ არ ჰქონდეთ მიჩენილი. აღმოსავლეთში ეს მცენარე ცნობილი საკაზმის, კარის, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ნორჩი ქინძი განსაკუთრებით მდიდარია B1, B2, C და P ვ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 834 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-29 | კომენტარი (0)

თვალები ყელზე არანაკლებ ამხელენ ასაკს. გარდა ამისა, წლების მატებასთან ერთად უარესდება მხედველობა და თვალებში დაღლილობის კვალი ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრს მუშაობთ კომპიუტერთან ან გიყვართ ტელევიზორის ყურება.

ასე რომ, თვალებისადმი ყურადღება მეტად მნიშვნელოვნია. უპირველესად, აუცილებელია თვალების კუნთების გამამაგრებელი ვარჯიშები.

კოსმეტიკური ფიზკულტურა არ არის რთული, მაგრამ საჭიროა ვარჯიშების რეგულარულად და სწორად შესრულება.


ვარჯიშის დაწყებამდე მიიღეთ მოხერხებული პოზა: დაჯექით სკამზე და მიეყრდენით საზურგეს. ტანსაცმელი არ უნდა გიჭერდეთ ყელსა და გულმკერდზე. სახის კრემის წასმა არ არის საჭირო, მაგრამ თუ მშრალი კანი გაქვთ, შეგიძლიათ, ცოტაოდენი არაჟანი შეიზილოთ, ხოლო თუ ცხიმიანი - გაიწმინდოთ მჟავე ხილის წვენით.

ვარჯიში აძლიერებს თვალების კუნთებს, ამცირებს კანის შეშუპებას თვალების ქვეშ და ხელს უშლის თვალების გარშემო ნაოჭების გაჩენას. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას.

მაგრად და ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 803 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-29 | კომენტარი (0)

"ვახშამი მიეცი მტერს!” - ეს გამოთქმა ალბათ ყველას გაგვიგონია. ამგვარად ცდილობენ უფროსები, ბავშვებს ნოყიერი ვახშმის მავნეობა შეაგონონ. მრავალი წლის განმავლობაში გამეფებული წარმოდგენის მიუხედავად, თანამედროვე დიეტოლოგები გვიან ვახშამს ჯანმრთელობისთვის საზიანოდ აღარ მიიჩნევენ და გვამცნობენ, რომ თუ დავიცავთ ექვსიოდე წესს, შეგვიძლია, მშვიდად ვივახშმოთ, რა დროც არ უნდა იყოს. ცხოვრება შეიცვალა.

ყველაფერთან ერთად გაირკვა, რომ 19.00 საათის შემდეგ ჭამაზე უარის თქმა მისაღები იყო ჩვენი ბებიებისა და ბაბუებისთვის, რომლებიც დღეში საშუალოდ 5-6 საათს შრომობდნენ, მერე მშვიდად ამზადებდნენ ვახშამს, მიირთმევდნენ და დასაძინებლადაც საკმაოდ ადრე წვებოდნენ. თანამედროვე ადამიანი გვიანობამდე შრომობს, მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში შიმშილობს ან მშრალ საკვებზე გადაივლის, ამიტომ მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ვახშამი.

უსაფრთხო ვახშმის წესები
ჭარბი კილოგრამები ყოველი ვახშმის შემდეგ ტვირთად რომ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 747 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-29 | კომენტარი (0)

« 1 2 3 »