შაბათი, 2025-01-18, 3:46 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » თებერვალი » 4 » საქართველოს კანონი
6:59 PM
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი 
 
ზოგადი განათლების შესახებ 
 
თავი I. ზოგადი დებულებანი 
 
მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა ზოგადი განათლების სფეროში და ამ 
კანონის მოქმედების სფერო 
1. ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს 
საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო 
ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე 
აქტები. 
2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო 
საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და 
დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო 
დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, 
მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის 
წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა 
საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს. (2.03.2007. N4412) 
 
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 
 ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 
ა) აკრედიტაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე 
სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, 
ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 
სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 
ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება. თუ ზოგადსაგანმანათლებლო 
დაწესებულება სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს, მას 
გარკვეული დროით მიენიჭება პირობითი აკრედიტაცია, რათა ამ დროის 
განმავლობაში აკრედიტაციის პირობები სრულად დაკმაყოფილდეს; 
ბ) დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა – ეროვნული და სასკოლო 
სასწავლო გეგმებით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის 
მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად; 
გ) დისციპლინური გადაცდომა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 
შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა; 
დ) დისციპლინური დევნა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 
ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან 
მასწავლებლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა; 
 ე) დისციპლინური სახდელი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 
შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა; 
ე1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს 
საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, ზოგადი განათლების 
საბაზო და საშუალო საფეხურებს; (8.03.2007. N4530) 
ვ) ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი 
განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს 
ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ და 
მაქსიმალურ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) 
ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის 
დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებების აღწერას; 
ზ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი 
საგანმანათლებლო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო 
გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში 
საათების მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება; 
თ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი 
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ 
სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული 
სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და 
სააღმზრდელო მომსახურება; 
ი) ეროვნული შეფასებების სისტემა – სისტემა, რომლის საშუალებითაც 
სახელმწიფო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული 
სასწავლო გეგმებით დადგენილ მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ 
დონეების დაძლევა; 
კ) ექსტერნატი – იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი 
სახელმწიფო დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა 
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები; (17.03.2006. N2793) 
ლ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, 
მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებული იქნეს 
როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც 
განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად; 
მ) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს 
მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და 
საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება 
მოიცავს 12 წელს; 
ნ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი – დოკუმენტი, 
რომელიც ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ზოგადი 
განათლების სისტემის მიზნებს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების 
დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების სისტემის 
ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველი. ზოგადი განათლების 
ეროვნული მიზნების დოკუმენტს იღებს საქართველოს მთავრობა 
დაამტა  ლადო  სოფრომაძემ

კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 739 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: