შაბათი, 2025-01-18, 1:52 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » თებერვალი » 24 » როგორ უნდა დაიკლოთ წონაში ლიმონის წვენის დახმარებით
8:33 PM
როგორ უნდა დაიკლოთ წონაში ლიმონის წვენის დახმარებით


ლიმონი- უკვე წლებია ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. იმის გარდა, რომ ზამთრის აუცილებელი ატრიბუტია, რადგან აძლიერებს იმუნიტეტს და ბევრ საჭირო ნივთიერებას შეიცავს, ის მნიშვნელოვნად აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და ცხიმების წვის პროცესს უწყობს ხელს. რამდენიმე კვლევამ უკვე დაადასტურა, რომ თუ თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა გამართულად არ მუშაობს ყველა დიეტა და წონის კორექციის საშუალება შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს, ამიტომ ყოველდღიურ რაციონს აუცილებლად უნდა დაამატოთ ლიმონი- წვენისა თუ ჩვეულებრივი სახით. ამ პრობლემის არსებობს ასევე ხელს უშლის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, ამიტომ შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მსხვერპლებიც გახდეთ.

იმის გამო, რომ ლიმონი ლიმონმჟავას შეიცავს, მისი მცირე ოდენობაც კი აწესრიგებს საჭმლის მონელებას და ეხმარება საკვებს მავნე ზემოქმედება არ მოახდინოს სისხლში შაქრის შემცველობაზე. ლიმონმჟავა აწესრიგებს სხეულში ფერმენტებისა და სხვა მჟავების ურთიერთობასაც.

ამ ციტრუსის კანი დიდი რაოდენობიტ პექტინს შეიცავს, ეს ნივთიერება კი ბოჭკოს ნამდვილი საბადოა, შესაბამისად ის ეფექტურია წონის დასაკლებდაც.

გთავაზობთ რამდენიმე ხერხს თუ როგორ გამოიყენოთ ლიმონი წონაში დაკლების მიზნით.

1- დაიწყეთ დილა ლიმონიანი თბილი წყლით- ეს დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულირებაში, წყალი ასევე მნიშვნელოვანია წონის კლების პროცესსში, დღის განმავლობაში ის დაახლოებით 6-8 ჭიქის ოდენობით უნდა მიიღოთ. თავი აარიდეთ ალკოჰოლის მოხმარებას, ხოლო კოფეინის შეიმცველი სასმელების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანეთ. მოერიდეთ გაზიან და ტკბილ სასმელებსაც.

2- დღეში საშუალოდ ხუთჯერ მიიღეთ ხილი და ბოსტნეული- ხშირად და მცირე ულუფებით ჭამა საუკეთესო რეჟიმია. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. ეს პროდუქტები ნაკლებკალორიულია, მაგრამ მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ვიტამინებით, ბოჭკოთი, მინერალებითა და ა.შ. ხილისა და ბოსტნეულის ხშირი გამოყენება აუმჯობესებს ჰორმონალურ ბალანსს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და სხეულს წონის დაკლებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

3- აკონტროლეთ სისხლში შაქრის ოდენობა- დაღლილობა, დეპრესია, ცუდი განწყობა, დაძაბული რეჟიმი- ყველა ეს ფაქტორი აუცილებლად აისახება თქვენ სისხლში შაქრის ბალანსზე. თუ გსურთ ეს პროცესი დააბალანსოთ ლიმონი ამისათვის შესანიშნავი საშუალებაა. ლიმონის წვენის მოსხმა ნებისმიერ საკვებზე თქვენს ჯანმრთელობას უკვე სერიოზულად წაადგება. ამიტომ ეცადეთ ამ ციტრუსის როლი თქვენს სამზარეულოში რამდენიმე პროცენტით მაინც გაზარდოთ.

4- უცხიმო საკვები- თქვენ ძალიან ცდებით, როცა გგონიათ, რომ უცხიმო საკვები წონის დაკარგვაში დაგეხმარებათ. ცხიმი აუცილებელია, მაგრამ ჯანსაღი. თავი აარიდეთ შემწვარ, მოხრაკულ საკვებს, რომელიც დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებების შემცველია, მათ შესაძლოა გულის დაავადებების რისკები მნიშვნელოვნად გაზარდონ.

ეცადეთ ყოველ თქვენს საკვებს მცირე რაოდენობით მაინც დაამატოთ ლიმონი. ის ანეიტრალებს და აბალანსებს ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერებების რაოდენობას.

თბილ წყალში ჩაწურული ლიმონი შარდმდენი ეფექტითაც გამოირჩევა, მაგრამ დარწმუნდით, რომ ლიმონის ხშირი მოხმარება თქვენს კუჭს პრობლემებს არ შეუქმნის.
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 860 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: