ყველიერი ბლინების გარეშე წარმოუდგენელია. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ბლინების მომზადების დროს უნდა გაითვალისწინოთ:
1. დაიმახსოვრეთ, რომ ფქვილში რძისა და კვერცხის არევის მომენტში ეს ინგრედიენტები ოთახის ტემპერატურაზე უნდა იყოს. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ, მაცივრიდან კვერცხის წინასწარ გამოღება, რძე კი, ოდნავ შეათბეთ.
2. თავდაპირველად, უნდა ათქვიფოთ რძე და კვერცხი შაქართან და მარილთან ერთად, მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ ათქვეფილ მასას წვრილად გაცრილი ფქვილი.
3. თხელი ცომის ტაფაზე დასხმამდე, დაუმატეთ მას ერთი კოვზი მცენარეული ზეთი და კარგად მოურიეთ. შედეგად, ცომი გამოვა უფრო ელასტიური, ბლინები კი, არ მიეკვრობა ტაფას.
4. დაიმახსოვრეთ, რომ ბლინის ცომი არ უნდა იყოს არც ძალიან თხელი და არც ძალიან მაგარი, ის უნდა წააგავდეს არაჟანს.
5. ცომის დასხმამდე ტაფაზე წაუსვით მხოლოდ მცირეოდენი კარაქი, რადგან ბლინები ზედმეტად ცხიმიანი არ გამოვიდეს.
6. იმისათვის, რომ სასურველი სისქის ბლინი მიიღოთ, ცომი დაასხით ტაფის ცენტრში, შემდეგ კი, ის გადაატრიალეთ ხან ერთ და ხან - მეორე მხარეს, რათა ტაფის ზედაპირზე თანაბრად განაწილდეს.
7. ბლინის ცომი კარგად გაცხელებულ ტაფაზე დაასხით. როგორც წესი, პირველი ბლინი იმიტომ არ გამოდის, რომ ის საკმარისად ცხელ ტაფაზე არ ცხვება.
8. ბლინი მაშინვე გადააბრუნეთ მეორე მხარეს, როგორც კი, ის ოქროსფერი გახდება. გამოიყენეთ მხოლოდ ხის გადასაბრუნებელი.
9. ბლინების გამოცხობის დროს არ მიატოვოთ გაზქურა!
10. გამზადებულ ბლინებს თეფშზე დაწყობისას წაუსვით ზეითუნის ზეთი.
11. რაც შეეხება ბლინის შიგთავსს, აქ ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. გადაახვიეთ ბლინებში ფეიხოა და არაჟანი, ბანანი და ლიმონი, ან ვაშლი ვანილით... თქვენი გემოვნებისდა მიხედვით
|