შაბათი, 2025-01-18, 3:46 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » თებერვალი » 4 » ყავა კონიაკთან ერთად
1:26 PM
ყავა კონიაკთან ერთად


ყავა კონიაკთან ერთად - არსებობს მისი მომზადების მრავალი რეცეპტი. ამ გამამხნევებელი სასმელის მომზადება, გემოთი და არომატით დატკბობა მარტივად შესაძლებელია სახლის პირობებში.

მასალა:

* ყავის მარცვლები
* შაქარი
* კონიაკი
* ლიმონის წვენი
* ლიმონის ქერქი
* დარიჩინის ჩხირი
* მიხაკი
* არაჟანი
* შაქრის ფხვნილი
* ვანილის შაქარი
* შოკოლადი
* თხილი
* ათქვეფილი ნაღები
* მარილი

მომზადება:

ჩაყარეთ მადუღარაში 2 ჩაის ჭიქა ახლადდაფქვილი ყავა, დაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე, გამორთეთ ადუღებისთანავე. ადუჭებული ყავა ჩამოასხით ჭიქებში, ცალკე მიართვით შაქარი და კონიაკის ჭიქა. მორიგეობით დალიეთ ყავა და კონიანი, მცირე ყლუპებით.

ყავა კონიაკთან ერთად


დაფქვით ყავის მარცვლები. ჩაასხით ცივი წყალი მადუღარაში და დაამატეთ დაფქვილი ყავა, დადგით დაბალ ცეცხლზე. ყავის დიდ ჭიქაში ჩადეთ დარიჩინის ნახევარი ჩხირი, რამდენიმე მიხაკი, ლიმონის ან ფორთოხლის ქერქი. დაუმატეთ 50 გრამი კარგი კონიაკი და დაასხით მომზადებული ყავა. შაქარი მიართვით ცალკე.

ყავა კონიაკთან ერთად


ყავა კონიაკთან ერთად


მოამზადეთ შავი არომატული ყავა მადუღარაში ან ჯეზვაში. ჭიქები შეათბეთ და ჩაასხით თითო სუფრის კოვზი კონიაკი, ჩააგდეთ ორ–ორი შაქრის ნატეხი და დაუმატეთ ცხელი ყავა. ცალკე ათქვიფეთ 1 სუფრის კოვზი სქელი არაჟანი ერთი ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილით და ვანილის შაქრის მწიკვი. მომზადებული ნაღები დაამატეთ ყავის ჭიქაში, ზევიდან მოაყარეთ გაგეხილი შოკოლადი და დანაწევრებული თხილი.

ყავა კონიაკთან ერთად


მოადუღეთ მაგარი ყავა (2 ჭიქა წყალზე 3 სუფრის კოვზი დაფქვილი ყავა). ჩაასხით 2 სუფრის კოვზი 70 გრადუსამდე გახურებული კონიაკი, დაუმატეთ 100 გრამი შაქრის ფხვნილი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და ჩამოასხით ჭიქებში. გააფორმეთ ათქვეფილი ნაღებითა და ლიმონის გახეხილი ქერქით.

ყავა კონიაკთან ერთად


"ფრანგული ყავის" მოსამზადებლად დაგჭირდებათ 6 ჩაის კოვზი დაფქვილი ყავა, რომელიც საჭიროა გააზავოთ 4 ჭიქა წყალში. მოადუღეთ ყავა დაბალ ცეცხლზე და მომზადების ბოლოს დაუმატეთ მარილის მწიკვი, რის შედეგადაც, ყავა გახდება უფრო გაჯერებული. შეათბეთ ჭიქები ყავისთვის და დაუმატეთ შაქარი გემოვნებით, თითო სუფრის კოვზი კონიაკი და დაასხით ცხელი ყავა. მიართვით მომზადებისთანავე.

ყავა კონიაკთან ერთად

კატეგორია: სამზარეულო | ნანახია: 877 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: