პირველ რიგში, სწორედ ხელებზე დაკვირვებით არის შესაძლებელი ქალის ასაკის დადგენა. საქმე კი ის გახლავთ, რომ ხელების კანს ისეთი სტრუქტურა აქვს, რომ თვითონ თავს ვერ დაიცავს.
ხელის ზურგი შეიცავს მცირე რაოდენობით ცხიმოვან ჯირკვალს, ხოლო ხელისგულზე ეს ჯირკვალი საერთოდ არ არის. ამასთან, ხელების კანში წყალი 4-5 ჯერ ნაკლებია, ვიდრე სახის კანში. ამიტომ ხელები განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს.
1. ისწავლეთ ხელების სწორად დაბანა
ეს ფრაზა ალბათ გაგაკვირვებთ, მაგრამ ბევრი ჩვენგანი ხელებს თურმე არასწორად იბანს. ხელები მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყლით დაიბანეთ. ცივი წყალი ხელების კანს აუხეშებს, აწითლებს, იწვევს აქერცლასა და დასკდომას, ხოლო ძალიან ცხელი წყალი კანს ცხიმს აცლის და აშრობს.
2. ხელები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ
ბევრი ამ მომენტს ყურადღებას არ აქცევს, მით უმეტეს, თუ ხელებს საზოგადოებრივ ადგილებში იბანს. ხელების კარგად შემშრალება აუცილებელია, თუ არ გსურთ ნუნები დაგიზიანდეთ.
3. საპონი სწორად შეარჩიეთ
ხელები დაიბანეთ მხოლოდ რბილი ტუალეტის საპნით (შესაძლებელია გლიცერინის საპონიც), მაგრამ უმჯობესია, თუ თხევად საპონს გამოიყენებთ. იგი შეიცავს დამატებებს, რომელიც ხელს უშლის კანის გამოშრობას.
4. არ დაგავიწყდეთ პილინგი
ოჯახურ პირობებში შეიძლება გამოიყენოთ "სკრაბი" სხეულისთვის, რომელიც ხელებზე უნდა წაისვათ აბაზანის მიღების დროს, ან ხელებისთვის სპეციალური აბაზანის გაკეთების დროს.
შემდეგ კი, მსუბუქად, წრიული მოძრაობით შეიზილოთ ხელებში. "სკრაბი" დაგეხმარებათ, მკვდარი უჯრედების მოცილებაში რაც ხელს უწყობს კრემების აქტიური ნივთიერებების კანში შეღწევას.
5. საოჯახო საქმეების გაკეთებისას გაიკეთეთ ხელთათმანი
სამწუხაროდ, ამ რჩევას დიასახლისების უმრავლესობა ყურადღებას არ აქცევს. სარეცხ საშუალებებში შემავალი ქიმიური ნივთიერებანი მავნებელია ხელის კანისთვის, მათი ზემოქმედება იწვევს ადგილობრივი იმუნიტეტის დარღვევას და კანის დაავადებებს, მათ შორის, დერმატიტსა და ეგზემას.
რა თქმა უნდა, ამ ხელთათმანით მუშაობა მოუხერხებელია, მით უმეტეს, თუ შესაფერისი ზომის არ არის. ამიტომ შეიძინეთ თქვენი ხელის ზომის თხელი და გამჭვირვალე ხელთათმანი, რომელიც გაგიადვილებთ მუშაობას.
6. ხელთათმანის ალტერნატივა - დამცავი კრემი
ეს ალტერნატივა თუმცა უნივერსალური არ გახლავთ, მაგრამ მისი გამოყენება მაინც შესაძლებელია. თუ ხელთათმანს ვერაფრით შეეგუეთ, მაშინ საოჯახო საქმის დაწყების წინ ხელებზე კრემი წაისვით. იგი კანს დამცავ აპკს გადააკრავს და დაიცავს ხელებს დამანგრეველი ზემოქმედებისგან.
7. რეგულარულად გამოიყენეთ მკვებავი კრემი
უმჯობესია, თუ ამ კრემს წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ გამოიყენებთ. თუმცა რეალურად დღეში ერთხელაც საკმარისია. თუ ასე არ მოიქცევით, ხელებზე წვრილი ნაოჭები და პიგმენტური ლაქები გაგიჩნდებათ.
8. ხელების მასაჟი
იგი აუმჯობესებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას, ამცირებს კუნთების დაძაბულობას, აქტიურად ზემოქმედებს რეცეპტორებზე, რომლითაც მდიდარია ხელის კანი. ყველაზე ხშირად გამოიყენება კლასიკური მასაჟი.
ასევე წერტილოვანი, რაც აკუპუნქტურ წერტილებზე მოქმედებს. მასაჟისთვის გამოიყენეთ ხელის კრემი.
კრემი უნდა შეიზილოთ მსუბუქი მოძრაობით თითების ფრთჩხილებიდან - ზემოთ, შემდეგ კი მაჯისკენ, იდაყვისა და მხრისკენ.
არ დაივიწყოთ ხელით სახსრებიც და ყოველი თითი და მისი სახსარი ცალ-ცალკე დაამუშავეთ - შეიზილეთ კრემი და დაიზილეთ წრიული მოძრაობით.
9. ნიღაბი
კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთეთ ნიღაბი, რომელიც ატენიანებს, არბილებს ხელის კანს, აძლიერებს დამცავ თვისებებს, ასტიმულირებს რეგენერაციის (აღდგენის) პროცესებს. მზა ნიღბის შემადგენლობაში შედის ვიტამინები, გლიცერინი, ცხიმები, ლანოლინი, ცვილი, თაფლი, ჟენშენი, ალოე, გვირილა და ა.შ.
ბევრ კოსმეტიკურ მასაჟს აქვს სპეციალური ნიღბები ხელებისთვის: წყალმცენარეები, გამაახალგაზრდავებელი, მათეთრებელი და ა.შ.
10. ვარჯიში
ხელის ვარჯიში მოგიხსნით დაძაბულობასა და დაღლას. გარდა ამისა, თუ ხელები მიაჩვიეთ ერთფეროვან სამუშაოს და ერთი და იმავე მდგომარეობას, შესაძლოა მათი დეფორმაციაც. ყოველი ვარჯიში 8-10 ჯერ უნდა ჩაიტაროთ, რისთვისაც მხოლოდ 5-10 წუთი დაგჭირდებათ.
- აამოძრავეთ თითები, თითქოს ფორტეპიანოზე უკრავთ.
- დაძაბულობის მოსახსნელად, ხელები აქეთ-იქით გააქნიეთ, შემდეგ კი მაჯები საათის ისრის მიმართულებით და უკან დაატრიალეთ.
- იდაყვები მაგიდაზე ჩამოდეთ. მოხარეთ და გაშალეთ მაჯები.
- ხელები მაგიდაზე დააწყვეთ. ნელ-ნელა შეკარით და გაშალეთ მუშტები.
- იდაყვები მაგიდაზე ჩამოდეთ. მოკუმეთ მუშტები, მკვეთრად გაშალეთ და რაც შეიძლება შორს გასწიეთ განზე ცერა თითი, შემდეგ მუშტი შეკარით.
- გაშალეთ ხელისგულები და მოხარეთ თანმიმდევრობით, ნეკა თითიდან დიდ თითამდე