დაყრდნობით წერს, რომ „რედისონ ბლუ ივერისთან" გატეხილი კვერცხი გაკეთდება.
„არ გაგეცინოთ, სატირალია, აღმაშენებლის ძეგლის ადგილას კვერცხს დებენ! და კიდევ უფრო სატირალი - გატეხილ კვერცხს! ცხა თვის შემდეგ თბილისელები ზუსტად იმავე სურათს დაინახავენ, რაც ამ ორი წლის წინათ ბათუმელებმა დაინახეს სასტუმრო „რედისონის" წინ კვერცხებისა და შლოპანცის სახით, ხოლო კვერცხის მოპირდაპირე მხარეს - ე.წ. „ანდროპოვის ყურების" ადგილას - ოთხსართულიანი სავაჭრო ცენტრი შენდება.. გამოდის წერტილი დაესვა ყველა კითხვას.. რომ გვეგონა, დედაქალაქის ისტორიულ უბანს- რიყეს მალე გაათავისუფლებდნენ- ვაი-საკონცერტო დარბაზისგან, ხიდისგან, „შანგრილას", „ბუდა-ბარის", საბაგირო სადგურისა და სხვა ათასი უბედურებისგან", მხოლოდ ოცნება იყო",- წერს „ასავალ-დასავალი".
აღნიშნული ძეგლი, „ვარდების რევოლუციის" მოედანთან, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერისთან" განთავსდება, იმ ადგილას სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა. კვერცხში კი საბაგირო სადგური დაიდგმება.