მაპატიეთ ბავშვებო ძალიან ცოტა გამომივიდა :( იმედია მაპატიებთ.
მოთხრობა -- საშუალო ზომის ეპიკური ნაწარმოები; ხასიათდება თემატური მრავალფეროვნებით (ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სოციალური, სათავგადასავლო, დიდაქტიკური). შუალედური ადგილი უჭირავს ნოველასა და რომანს შორის; გამოიკვეთა XIX საუკუნეში. ფართოდ გავრცელებული ლიტერატურული ფორმაა რუსეთში (გოგოლი, ტურგენევი, ტოლსტოი, ჩეხოვი, კუპრინი. ქართულ ლიტერატუტაში: ილია, ვაჟა, ყაზბეგი, კლდიაშვილი, ნინოშვილი, ჯავახიშვილი და სხვა.)
მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, რა გულის ფანცქალით ვნატრობდი წინა-ღამე ახალის წლისა მალე გათენდეს-მეთქი. მე მახსოვს ეს წინა-ღამე, ეს წინა-ღამე ახალის წლისა ჩვენს პატარა სოფელში, საცა ბღარტებსავით გარს ვეხვიენით დედ-მამას ორნი დანი და სამნი ძმანი. იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა, აღარც თოვლში ხტომა და სირბილი.
თვალი და გული ხვალისაკენ მიგვირბოდა, ხვალეს ველოდით, ხვალე გვახსოვდა, ხვალეს ვნატრობდით. გარეთ რა გვინდოდა, როცა შინ იმოდენა ხილ-ხული და ტკბილეულობა გვეგულებოდა. შინ ოთახებში დავფუსფუსებდით: იქ იყო, რაც იყო. აქ ალვახაზსა ჰზელდნენ, იქ ნუშს და ნიგოზს არჩევდნენ გოზინაყისათვის, აქეთ უცეცხლო თაფლი თითს გვიქნევდა, მოდით პირი ჩაიტკბანურეთო, იქით დედა-ჩვენი ბუხარში თაფლს ადნობდა და თაფლი თითქო გვეუბნებოდა: დაიცადეთ ხვალამდე, დღეს მე თქვენთვის ვდნებიო. ჩვენ თვალებ-დაჭყეტილები ამაებ-შორის დავძვრებოდით და ბედნიერები ვიყავით, თუ როგორმე მოვასწრობდით და თითს ამოვავლებდით თაფლს. სიცილს, ხარხარს და დედის უგულოდ ტყუილად ჯავრობას ბოლო არა ჰქონდა. ჩვენც ვიცოდით, რომ არც
... კითხვის გაგრძელება »
იყო და არ იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ცოლი და ქმარი. ქმარს გუთანი ება და ხნავდა. ცოლმა სადილი წაუღო. ხურჯინი გადაიკიდა მხარზე. შიგ მჭადები ეწყო და ქილით მაწონი ედგა. ცოლი ორსულად იყო. შუა გზაზე რომ მივიდა, მუცლიდან დაუძახა ვაჟმა.
- აი, დედილო, აქა ვარო, - მოესმა დედას დაბლა, მიწიდან. დაიხედა და ცერის ტოლა ვაჟი კი დაინახა. ხელები გაეშვირა და იდგა.
- მომეცი, დედი მე წამოვიღებო! - არ ეშვებოდა ცეროდენა დედას. ხურჯინი დააწვა ზევიდან, კინაღამ დაახრჩო. წავიდნენ დედა და შვილი მამასთან. გუთანი რომ დაინახა, ცეროდენამ დაუჟინა მამას.
- მამილო, შენ ჩამოდი, მე უნდა დავუჯდეო.
- შენ რა ხარ, შე პაწაწკინავ, - უთხრა მამამ, - შენ რა უღელზე დასაჯდომი ხარ, ხომ ჩამოვარდი და გაგჭყლიტეს ხარებმაო.
- არა, უნდა დავუჯდე და უნდა დავუჯდეო, - დაიჟინა ცეროდენამ. ჩამოვიდა მამა. ცეროდენა დაუჯდა, მაგრამ გადმოვარდა და კამეჩის პატივში ჩავარდა.
იყო ერთი გლეხი და ჰყავდა პატარა ვაჟი. ერთხელ, როცა გლეხი ყანაში მიდიოდა, პატარა ბიჭიც გაედევნა. ბევრი უშალა მამამ, ნუ მოდიხარო, მაგრამ ბიჭმა არ დაიშალა და წაჰყვა. გზაზე ბავშვს მოსწყურდა და წყაროსაკენ შეუხვია. წყალი რომ დალია, მაღლა აიხედა და წითელი ვაშლებით დახუნძლული ვაშლის ხე დაინახა. ვეღარ მოითმინა, კბილები აუკაწკაწდა და ხეზე აფორთხდა. დაკრიფა ვაშლები და დაიწყო ჭამა.
სად იყო და სად არა, ვაშლის ხის ძირას გაჩნდა მოკუზული, კუდიანი დედაბერი.
გზაში დედაბერმა მოიხსნა გუდა, გზისპირას დადო და თვითონ გზას გადაუხვია. მის დაბრუნებამდის ბიჭი ამოძვრა გუდიდან, შიგ ქვა და რიყე ჩაყარა, მოუკრა თავი და თვითონ ისევ ვაშლის ხეზე ავიდა.
დაბრუნდა დედაბერი, ისევ წამოიკიდა გუდა, შინ მიიტანა და რძალს დაუძახა:
მშიერმა მელიამ ლეშს მიაგნო და ღონივრად მიაძღა. გაუჭირდა მონელება. შეეხვეწა მწყერჩიტას: მეზობელო, ოღონდ კი ეს საჭმელი მომანელებინე და, თავი არ მომიკვდება, ჩემს დღეში შენს ბარტყებს პირს არ ვახლებო! - კარგიო! - უთხრა მწყერჩიტამ, - მე ავფრინდები და შენ უკან ფეხდაფეხ მომყეო.
აფრინდა და გაედევნა უკან მელია. ხან მინდორზე არბენინა, ხან ჩირგვებზე ახტუნა, ხან წყალში ატოპინა. იმდენი ახეტიალა, სანამ ფერდებს დაიხეთქავდა. - ნათლიმამ, მოინელე თუ არაო? - ჰკითხა მწყერჩიტამ. მონელებით მოვინელე, - უპასუხა მელიამ, - მაგრამ ახლა სიცილი მომინდა ძალიანო; ერთი გულიანად მაცინე და შენს შვილიშვილებსაც არას დავუშავებო. - კარგი, ეგეც ადვილი სამსახურია, გამომყე უკან და სიცილით გაგაძღობო, - უთხრა მწყერჩიტამ. მიიყვანა მელია კალოზე და ძნაში დამალა. თვითონ მიფრინდა და ხარს რქაზე დააჯდა. გლეხმა სახრე მოუქნ
... კითხვის გაგრძელება »
იყო ერთი ხელმწიფე. ჰყავდა იმას კარგი ქალი. გამოაცხადა: ვინც სამ ტყუილს ეტყვის, იმას უნდა მისთხოვდეს. რამდენი თავმომწონე ბიჭი მიდიოდა, თითო ტყუილს ეტყოდნენ, - მეორე ტყუილს ვეღარ ახერხებდნენ და ჭრიდა თავს. რამდენიმე ათას კაცს მოსჭრა თავი. ერთმა მეძროხემ გაიგო ეს ამბავი, წამოვიდა სახლში, უთხრა დედას: - უნდა წავიდე, დედი, უთხრა სამი ტყუილი - ხელმწიფის ქალი ვიშოვოო.
დედამ დაუშალა: - შენზე კაი ბიჭებს სჭრიან თავსო.
წავიდა მაინც. მოახსენა ერთი ტყუილი:
- მე ძროხიდან მოვედი. დედას შეედგა საჭმელი და მარილი აკლდა. გავიქეცი მარილეთში, აღზევანს, მოვიტანე მარილი და ვჭამეთო.
- მოდი ხვალეო, უთხრა ხელმწიფის ქალმა.
მეორედ მოახსენა ტყუილი: - ზღვის პირას ბინა მქონდა. დავთესე გოგრა და წყლის გაღმა გავიდა. გავედი იმის სვავზე, გამოვიტანე, მოვხარშე და გეახელი ახლაო.
ახლა უთხრა გაბრაზებულმა, რო: - მოდი ხვალე, მოგაჭრი თავსაო.
ახლა რა მოიფიქრა ამ ბიჭმა? მოგლიჯა დიდი, სამსაპალნიანი ქვევრი და მთელი ღამე მუშაობს ეს ბიჭი, დილაადრიანად მიაგორა ქვევრი ხელმწიფის კარებთან
... კითხვის გაგრძელება »
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კომბლე, ჰყავდა სამი ცხვარი. ერთხელ ცხვრები ტყეში აკრიფა, თვითონ თავი გაანება, დაჯდა და კომბლებს დაუწყო კეთება.
კაცებმა ჰკითხეს:
� კომბლე, რა სულ კომბლებს აკეთებო?
კომბლემ უპასუხა:
� მე ეს ხელობა ვიცი და ამან უნდა მაცხოვროსო.
გააკეთა კომბლები და ადგა, გაიდო ერთი დიდი კომბალი მხარზე და წავიდა ცხვრების საძაბნელად. მიადგა ერთი მგლის სოროს და დაუძახა.
� შენ შეჭამე ჩემი ცხვრებიო?
� არაო, - უპასუხა მგელმა.
� აბა პირი დააღე, კბილებში დაგრჩენია ხორციო.
მგელმა უთხრა:
� ოღონდ ნუ მომკლავ და ბედსა გწევო.
� რა ბედსა? - ჰკითხა კომბლემ.
� აგე, აქ მეცხვარეებს ბევრი ცხვარი ჰყავთ, იმ ცხვრებში ერთი ოქროს ბატკანი ურევია, იმ ოქროს ბატკანს მე მოვიტაცებ და სულ ყველანი მე ამედევნებიან, შენ მოუარე და ცხვრები გარეკეო, უთხრა მგელმა.
მგელი წავიდა და მოიტაცა ოქროს ბატკანი. მართლაც სულ ყველა მწყემსი იმას დაედევნა. მოუარა კომბლემ ცხვრებს და გარეკა.